Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლგბტ-ს უფლებები კიბერშეტევებით ირღვევა


ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) ადამიანების უფლებადამცველი ორგანიზაციები მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბრობენ. რამდენიმე დღის წინ ასოციაცია ”ლგბტ საქართველოს” ოფიციალური საიტი გატეხეს. საიტი ამ დრომდე გათიშულია. კიდევ ერთი ლგბტ ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის – ”იდენტობის” – თანამშრომლები კი სოციალური ქსელების საშუალებით მუქარის შემცველ წერილებს იღებენ. მათ ამის შესახებ შსს-ს აცნობეს, მაგრამ ამ დრომდე სამინისტროს მხრიდან არანაირი რეაგირება არ ჩანს.

”ლგბტ საქართველოს” საიტი ”შავმა ანგელოზმა” გატეხა. ვიდეორგოლის ლინკი, რომელიც youtub-ზეა ატვირთული, ასოციაცია ”ლგბტ საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მიხეილ შუბლაძემ რამდენიმე დღის წინ ელექტრონული ფოსტით მიიღო. როგორც ვიდეორგოლიდან ირკვევა, კიბერშემტევი ”შავი ანგელოზი” ქართველი ჰაკერების ჯგუფის – ”ანონიმის” – ერთ-ერთი წარმომადგენელია. ვიდეორგოლში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ გატყდა ”ლგბტ საქართველოს” ოფიციალური საიტი, თუმცა, გარდა ტექნიკური დეტალებისა, ვიდეოში რამდენიმე წინადადებიანი წერილის წაკითხვაც შეიძლება, საიდანაც ვიგებთ, თუ რატომ გატეხა ”შავმა ანგელოზმა” საიტი. სტილი დაცულია:

”ქართველი გეები, ლეზბები, ბისექსუალები და ყველანაირი რჯულის ადამიანები, ამათ თუ ადამიანები ჰქვიათ. ჩვენ ამ საიტს დროებით გავთიშავთ და შევეცდებით შემდეგ გავტეხოთ და გავაქროთ ქართული ვებსივრციდან.”
სახელი და გვარიც არის დაფიქსირებული. ამ ადამიანისგან მომდის პირადი შეტყობინება, რომელიც მომმართავს პირდაპირ სახელით - მაგდა, შემდეგ ამას მოსდევს ხანგრძლივი ლანძღვის წერილი და, ბოლოს, მუქარა - ”არ გაცოცხლებ, დაიმახსოვრე”...
მაგდა კალანდაძე

სექსუალურ უმცირესობათა უფლებადამცველი ასოციაცია ”ლგბტ საქართველო” დაახლოებით ორი წლის წინ შეიქმნა. უფასო სამედიცინო, ფსიქოლოგიური თუ იურიდიული კონსულტაცია – ეს იმ მომსახურების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ასოციაცია ბენეფიციარებს სთავაზობს. რაც შეეხება მათ ოფიციალურ ვებსაიტს, როგორც დავით მიხეილ შუბლაძე გვიხსნის, მომხმარებლებს იქ შეეძლოთ გასცნობოდნენ ინფორმაციას სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ჯანმრთელობის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, სამართლებრივი რეგულაციების შესახებ. მისივე თქმით, საიტის ყოველდღიურ მომხმარებელთა რაოდენობა 500-მდე ადამიანს აღწევდა. დავით-მიხეილ შუბლაძე ამბობს, რომ მას კიბერშეტევის გამოძიების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მიუმართავს:

”სამწუხაროდ, ძალიან ბიუროკრატიულად არის ჩვენს პოლიციაში ყველაფერი და ამ ყველაფერს ძალიან ბევრი დრო მიაქვს. ამას მირჩევნია, ეს დრო ახალი საიტის შექმნას მოვახმარო. მეგობრების საიტებიც გატეხეს. მათ მიმართეს პოლიციას, მაგრამ შედეგი ნულია.”

უკვე ორი წელია, რაც საქართველოში კიბერდანაშაულზე გამკაცრებული საკანონმდებლო ნორმები მოქმედებს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომელიც პარლამენტმა 2010 წელს დაამტკიცა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, გარდა ფიზიკური პირებისა, იურიდიულ პირებზეც გავრცელდა. გარდა ამისა, საქართველო მიმდინარე წლის ივნისიდან 2001 წლის 23 ნოემბრის ბუდაპეშტის კიბერდანაშაულის კონვენციასაც შეუერთდა, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი და იურისტი უჩა ზაქაშვილი ამბობს, ის მუხლები, რომლებიც ბუდაპეშტის კონვენციის მიხედვით არის გათვალისწინებული, საქართველოში უკვე 2010 წლის ოქტომბრიდან მოქმედებს. ამავე წელს გაფორმდა ინტერნეტპროვაიდერებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც. როგორც უჩა ზაქაშვილი ამბობს, მას შემდეგ, რაც საქართველოში კიბერდანაშაულის
დღევანდელი მდგომარეობით, საკანონმდებლო ბაზა და ყველა მექანიზმი არის საკმაოდ ეფექტური იმისათვის, რომ კიბერშეტევების შემთხვევები დროულად იქნეს გამოძიებული. ყველა დაზარალებულს ვურჩევდი, რომ გამოეყენებინა ეს შესაძლებლობები. ამას დრო სჭირდება, შეიძლება ერთ კვირაში ვერ გამოიძიონ, მაგრამ შედეგი აუცილებლად იქნება...
უჩა ზაქაშვილი

გამკაცრებული საკანონმდებლო ნორმები ამოქმედდა, 2012 წლის თებერვლის მონაცემებით, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ოფიციალურად კიბერდანაშაულის 14 შემთხვევაა აღრიცხული. მისი თქმით, თოთხმეტივე შემთხვევა გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა. სწორედ ამიტომ ის მიიჩნევს, რომ ”ლგბტ საქართველომ”, ისევე როგორც სხვა დაზარალებულმა პირებმა თუ ორგანიზაციებმა, შესაბამის ორგანოებს გამოძიების მოთხოვნით უნდა მიმართონ:

”ეს რომ იყოს 2009 წელი ან კიდევ უფრო ადრინდელი წლები, მაშინ გასაგები იქნებოდა ამ პრობლემის მოგვარების მიმართ ნიჰილისტური განწყობა, რადგან მაშინ საგამოძიებო უწყებებს არ გააჩნდათ ბერკეტი, რათა გამოეძიებინათ კიბერშეტევის შემთხვევები და ამის გამოძიება მართლა დიდ სირთულესთან იყო დაკავშირებული. მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, საკანონმდებლო ბაზა და ყველა მექანიზმი არის საკმაოდ ეფექტური იმისათვის, რომ კიბერშეტევების შემთხვევები დროულად იქნეს გამოძიებული. ყველა დაზარალებულს ვურჩევდი, რომ გამოეყენებინა ეს შესაძლებლობები. ამას დრო სჭირდება, შეიძლება ერთ კვირაში ვერ გამოიძიონ, მაგრამ შედეგი აუცილებლად იქნება.”

სოციალური ქსლის საშუალებით არაერთი მუქარის წერილი მიიღო მაგდა კალანდაძემ, გენდერული თანასწორობისა და ლგბტ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის ”იდენტობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა. როგორც ის ამბობს, მისი საქმიანობის გამო მას სიკვდილითაც კი დაემუქრნენ. მუქარის წერილები განსაკუთრებით 17 მაისის, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის შემდეგ გახშირდა. ეს დღე ლგბტ ჯგუფის წევრებმა მშვიდობიანი აქციით აღნიშნეს, რასაც საზოგადოების ნაწილი, მათ შორის სასულიერო პირებიც დაუპირისპირდნენ. მაგდამ მუქარის წერილების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თვის წინ აცნობა, მაგრამ ჯერჯერობით მის განცხადებას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

”სახელი და გვარიც არის დაფიქსირებული. ამ ადამიანისგან მომდის პირადი შეტყობინება, რომელიც მომმართავს პირდაპირ სახელით - მაგდა, შემდეგ ამას მოსდევს ხანგრძლივი ლანძღვის წერილი და, ბოლოს, მუქარა - ”არ გაცოცხლებ, დაიმახსოვრე”. რა თქმა უნდა, მივედი პოლიციაში და განვაცხადე ამ ფაქტის შესახებ. უკვე მომზადებულია განმეორებითი განცხადება, რომ კიდევ ერთხელ გამოვითხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პროცესშია გამოძიება, მიმდინარეობს ის თუ არა”, - ამბობს მაგდა კალანდაძე.

როგორც მაგდა კალანდაძე ამბობს, უახლოეს მომავალში ისინი მიმართავენ სახალხო დამცველის ოფისსაც, რათა დროულად იქნეს გამოძიებული მუქარის შემცველი წერილების საქმე. რაც შეეხება სექსუალურ უმცირესობათა
სოფიო ბენაშვილი
სოფიო ბენაშვილი
უფლებების დარღვევის ფაქტებზე მიმართვიანობას, როგორც სახალხო დამცველის ოფისის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოფიო ბენაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მათი უფლებების დარღვევის შესახებ ოფისში არც ერთი განცხადება არ შესულა, თუმცა, მისი თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში სექსუალური უმცირესობების უფლებები არ ირღვევა.

”როგორც კი ისინი მოგვმართავენ, ჩვენი მხრიდან დაიწყება ფაქტის შესწავლა და იმ შემთხვევაში,თუ დადგინდება, რომ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, ჩვენ დაუყოვნებლივ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს”, - ამბობს სოფიო ბენაშვილი.
XS
SM
MD
LG