სახანძრო-სამაშველო სამსახურები შს სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. ამ უწყების რეფორმით სასიკეთო ცვლილებებს ელიან საჯარო მოხელეები, თუმცა ზოგი მათგანი რეფორმის შედეგად უმუშევარი დარჩა, მაგალითად, ლაგოდეხში.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის რეფორმა ლაგოდეხში უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებით დაიწყო. მერაბ შათირიშვილი მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით გაუშვეს. მიზეზად თანამშრომლებთან დაძაბული ურთიერთობა და არასათანადო სამუშაო პირობების შექმნა დასახელდა. მერაბ შათირიშვილმა განთავისუფლების ბრძანება უსაფუძვლოდ მიიჩნია და სასამართლოს მიმართა:
„10 თებერვალს არის დანიშნული სასამართლო პროცესი და არ ვიცი, რა იქნება. ჩემი მეუღლეც მიაყოლეს და ახლა ორივე სახლში ვსხედვართ. სახანძრო-სამაშველო სამსახურშირა ხდება, არ ვიცი,მე მანდ ფეხს არ მივადგამ ასი წელი! რას უნდა უკავშირდებოდეს ჩემი გათავისუფლება, არ ვიცი.მე არც პოლიტიკური მოღვაწე ვყოფილვარ და არც რომელიმე პარტიის წევრი. მაფიაა, აბა, რა ვიცი“.
10 იანვრიდანმთელი ქვეყნის მასშტაბით სახანძრო-სამაშველო სამსახურები შს სამინისტროსსაგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაში მოექცა.რას ითვალისწინებს სამოქალაქო უსაფრთხოების რეფორმა? ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის დავით ხაჩიძისგან ამ კითვაზე პასუხი ვერ მივიღეთ:
„ფიზიკურად აქ არ ვარ. ჩამოვდივარ ხოლმე. დასალაგებელი გვაქვს ყველაფერი. ვერ ვახერხებ ვერანაირად. აბა, რა გითხრათ?!“
მე ვთლი, რომ უკეთესია, რომ სახანძრო სამსახური თბილისმა წაიღო: მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გაუმჯობესდება. დღეს ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო სამსახური არის კატასტროფამდე მისული. ახალი მანქანებია შესაძენი...გიორგი გოზალაშვილი
რეფორმის შესახებ პასუხი არ აქვს დავით ხაჩიძეს, ამიტომ სამოქალაქო უსაფრთხოების ახალ მოდელზე კომენტარი პარლამენტში ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი გოზალიშვილს ვთხოვეთ. გოზალიშვილის თქმით, სახანძრო-სამაშველო სამსახურისშსს-ს დაქვემდებარებაში გადასვლით, ტექნიკურ-მატერიალური ბაზა გაუმჯობესდება, რაც მუშაობის ხარისხზეც აისახება.
„მე ვთლი, რომ უკეთესია, რომ სახანძრო სამსახური თბილისმა წაიღო: მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გაუმჯობესდება. დღეს ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო სამსახური არის კატასტროფამდე მისული. ახალი მანქანებია შესაძენი. ამიტომ ვთვლი, რომ შსს-სბალანსზე გადასვლით პირობებიც გაუმჯობესდება და მომსახურებაც“.
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონის ამოქმედებას ლაგოდეხში, სახანძრო სამსახურის უფროსის გარდა, კიდევ რამდენიმე მეხანძრის გათავისუფლება მოჰყვა. გამგებელ კახა ჯამბურიას თქმით, რეფორმა წარმატებით ხორციელდება და ის უახლოეს მომავალში დასრულდება:
„შექმნილია სიპი, რომელიც აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით სახანძრო სამსახურებს და, შესაბამისად, ხელმძღვანელობიდან დაწყებული, თანამშრომლებით დამთავრებული, თავისი ქონებით და ყველაფრით გადავიდა სიპში. მე როგორც ვიცი, რამდენიმე თანამშრომელმა ვერ გაიარა, ასე ვთქვათ, ის მოთხოვნები, რაც საჭიროა. ახლა ჩვენ რამდენიმე სასამართლო პროცესი გვაქვს, მათ შორის არის შათირიშვილის, ყოფილი ხელმძღვანელის, რომელიც მუნიციპალიტეტს სთხოვს აღდგენას სამსახურში. გვექნება სასამართლო პროცესი და ვნახოთ, დაველოდოთ რა იქნება“.
კახეთის რეგიონში არსებული ყველა სახანძრო-სამაშველო სამსახური უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზეგადავიდა და მოძრავი ქონება, სახანძრო მანქანები და ინვენტარი სამინისტროს უსასყიდლოდ გადაეცა. როგორც სახელმწიფო უწყებები ამბობენ, რეფორმის დასრულების შემდეგ მოსახლეობა გაუმჯობესებულ მომსახურებას მიიღებს.