Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეფბიაის ყოფილი დირექტორი „ტყუილში“ ადანაშაულებს თეთრ სახლს


აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილმა დირექტორმა, ჯეიმს კომიმ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაადანაშაულა თავად კომისა და ბიუროს შესახებ არაერთი „ტყუილის“ თქმაში. 8 ივნისს სენატის დაზვერვის კომიტეტში ჩვენების მიცემისას, კომიმ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან გაუმართლებელი ბრალდება უწოდა იმის თქმას, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო არეულია. სანამ მას პრეზიდენტი ტრამპი 9 მაისს მოხსნიდა, კომი ხელმძღვანელობდა გამოძიებას აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევისა და ტრამპის საარჩევნო კამპანიასთან რუსეთის შესაძლო კავშირის შესახებ ბრალდებების თაობაზე.

XS
SM
MD
LG