ხანდაზმულთა მსოფლიო დღე
1 ოქტომბერს მსოფლიო ხანდაზმულთა დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისში მოხუცებმა ბაღის კედელი მოხატეს. ღონისძიება ორგანიზაცია DVV International-ის მიერ იყო დაგეგმილი. ერთი დღით ადრე ხანდაზმულთა დღე აღნიშნეს თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატშიც. აქ ბავშვებმა მათთვის კონცერტი გამართეს. დღეის მონაცემებით, საქართველოში 60 წლისა და ზევით ასაკის 717 900 ადამიანია.