კაბა დროშად - მსვლელობა ქალებისთვის
„ჩვენ აღარ მოვითმენთ ძალადობას!“, „მოვთხოვოთ შსს-ს სპეციალური დანაყოფის შექმნა!“. 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეს, ამ და სხვა გზავნილებით შეიკრიბნენ ქალთა აქტივისტები პუშკინის სკვერში და მსვლელობა მოაწყვეს პოლიციის შენობისკენ. ძალადობის მსხვერპლი ქალების სახელით მათ დროშებად აღმართეს კაბები, როგორც ქალთა სოლიდარობისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, სახელმწიფო ბრმაა გენდერულად მოტივირებულ დანაშაულთა მიმართ და დღემდე არც ქალთა მკვლელობის არცერთ საქმეში არ დაუდგენია სახელმწიფოს გენდერული დისკრიმინაციის მოტივი. სწორედ ამიტომ, ქალთა აქტივისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვენ, შეიქმნას სპეციალური დანაყოფი, რომელიც გენდერულად მოტივირებულ დანაშაულებზე იმუშავებს და რომელსაც ექნება შესაფერისი ცოდნა და მანდატი.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან