Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კახეთში ზამთარს მოუმზადებლები შეხვდნენ


ლაგოდეხი
ლაგოდეხი

კახეთში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მკაცრი ზამთარი არ იცის. აქაური მცხოვრებნი ამბობენ, რომ ხშირად წელიწადის ამ დროს მოუმზადებლები ხვდებიან. მიზეზი მრავალია, მათ შორის მთავარი მაინც მცირე შემოსავლებია. დიდი პრობლემაა საცხოვრებელი სახლების სათანადოდ გათბობა.

მოსახლეობის მეტი ნაწილის ყოველთვიურიშემოსავალი მხოლოდ საკვებისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთების შეძენისთვისაა საკმარისი, ამიტომ ზამთარში ისე ვერ თბებიან, როგორც უნდათ. განსაკუთრებით დიდი პრობლემის წინაშე დგანან სოფლის მცხოვრებლები - ამბობენ, რომ „ზამთრის საკმარის შეშას ვერ ყიდულობენ, ხოლო ბუნებრივი აირით სოფლის სახლების გათბობა წარმოუდგენელია“.

ლაგოდეხი
ლაგოდეხი

„გაზი დღეს ძვირი ღირს, 1 კბ.მ - 47 თეთრი, და გათბობას ბევრი რაოდენობით გაზი სჭირდება, ამიტომ იძულებული ვართ, რომ შეშა ვიყიდოთ“, ამბობს ნიკოლოზ ალუდაური.

მიმდინარე წლის ზამთარს მოუმზადებელი შეხვა სიღნაღის რაიონში მცხოვრები ნინოშვილების ოჯახიც. ნუგზარ ნინოშვილის თქმით, მართალია, სიღნაღი გაზიფიცირებულია, მაგრამ მისი ყოველთვიური შემოსავლით ერთდროულად ოჯახის რჩენა და გათბობის პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია. ამიტომ ნინოშვილები სახლს ეკონომიურად ათბობენ - საღამოს ადრე იძინებენ, რომ ნაკლები შეშა დაწვან:

„მაქვს, რომ გადავიხადო? საწვავი მასალა ყოველდღე შემოდის 4-5 რეისი, მაგრამ 1 რეისის შეშას 100 ლარი უნდა. მე ვარ გლეხი კაცი. არც ფული მქონდეს, ფქვილიც ვერ ვიყიდო, პური ვერ ვიყიდო და შეშის პრობლემა მაინც ხომ უნდა მომიხსნას მთავრობამ?! გაზი არის, მაგრამ არ გვაქვს იმის ფინანსები, რომ გადავიხადოთ“.

გათბობა არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც წლევანდელმა ზამთარმა შექმნა. ორდღიანმა თოვლმა გურჯაანელიმძღოლები გაანაწყენა, უფრო სწორად, გზებმა, რომელიც თავის დროზე არ გაიწმინდა. თოვლმა პრობლემები ფეხით მოსიარულეებსაც შეუქმნა.მძღოლები და ფეხით მოსიარულეები ჩივიან:

„არის გაწმენდილი? არ არის! როცა იწყება თოვა, მაშინვე უნდა დაიწყოს გაწმენდა, მარილის დაყრა და დახვეტა. მხოლოდ აქ კი არა, ყველგან ასეთი ამბავია“;

„ძლივს დავდივართ, ფეხი ისე გვიცურავს. მიჭირს სიარული, რადგან ტროტუარები გაწმენდილი არ არის“.

გურჯაანის გამგებელი გია გერგიძე ამბობს, არ მეგონა, თუ ერთ ღამეში დიდი თოვლი მოვიდოდაო:

„უცბად ერთ ღამეში არ ველოდით ამხელა თოვლს, მაგრამ ყველაფერი მოწესრიგდება. ტექნიკა, რომელმაც მარილი უნდა დაყაროს, გვყავს“.

გურჯაანში თუ გაუკვალავ თოვლში გადაადგილება უჭირდათ, თელავში ამ პრობლემის გამო რამდენიმე მანქანა მოცურდა და დაიმტვრა. გაუმართლათ მხოლოდ მათ, ვინც თოვლს და ყინვებს ავტომობილი მომზადებული დაახვედრა - ზამთრის საბურავები წინასწარ შეიძინა და აკუმულატორი შეცვალა.

ლაგოდეხი
ლაგოდეხი

მიმდინარე წლის ზამთარს, როგორც აღმოჩნდა, მოუმზადებელები შეხვდნენ ენერგო და წყალმომარაგების კომპანიები. მაგალითად, ლაგოდეხში - იმ დროს, როცა თოვლი მოვიდა - რამდენიმე საათით ერთდროულად შეწყდა ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და სასმელი წყალი.

„შეშა არ ვიყიდე იმ იმედით,რომ გაზი მაქვს, თუმცა გაზსხშირად თიშავენ და ვართასეთი გაციებულები და გაუბედურებულები. შვილები და შვილიშვილები მეყინება სიცივეში. ამ კვირაში უკვე მესამედ გაითიშა - გუშინაც გაითიშა, მაგალითად“.

ენერგოკომპანიებსა და წყალმომარაგების სამსახურებში განმარტავენ, რომ ხარვეზებს გაუთვალისწინებელი შემთხვევბი ქმნის. ჩვენი რესპონდენტები კი ამბობენ, რომ წელს როგორც ხალხი, ასევე მთავრობა მცირე თოვლსაც კი მოუმზადებელი შეხვდა. თბილად არიანის ოჯახები, ვისი შემოსავლებიც ყოველთვიურ საარსებო მინიმუმზეგაცილებით მეტია.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG