Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ალეკო ცქიტიშვილი


31 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ალეკო ცქიტიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა "ფრიდომ ჰაუსის" ახალ ანგარიშზე, რომელშიც შეფასებულია მსოფლიოში თავისუფლების ხარისხი.

ალეკო ცქიტიშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:22 0:00
გადმოწერა

"თავისუფლება მსოფლიოში - 2017"-ის თანახმად, საქართველო რჩება ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად. 1-დან 7-მდე სკალის მიხედვით, საქართველოში როგორც პოლიტიკური უფლებების, ისე სამოქალაქო თავისუფლებების მიხედვით მდგომარეობა 3 ქულით არის შეფასებული. 1 ქულა საუკეთესო შეფასებაა 7 კი ყველაზე ცუდი. სამხრეთი კავკასიის სხვა ქვეყნებს რაც შეეხებათ, "ფრიდომ ჰაუსი" სომხეთს ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად აფასებს, აზერბაიჯანს კი არათავისუფლად. არათავისუფლად ფასდება რუსეთი, ნაწილობრივ თავისუფლად - თურქეთი. საქართველოს მსგავსი - სამქულიანი შეფასება აქვს უკრაინას. ალეკო ცქიტიშვილმა "დილის საუბრებში" ილაპარაკა აგრეთვე "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ყოველწლიურ ანგარიშზე, რომელშიც ასახულია ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში 2016 წელს.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG