Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკო ცქიტიშვილი "ფრიდომ ჰაუსისა" და "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ანგარიშებზე


31 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ალეკო ცქიტიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა "ფრიდომ ჰაუსის" ახალ ანგარიშზე, რომელშიც შეფასებულია მსოფლიოში თავისუფლების ხარისხი. "თავისუფლება მსოფლიოში - 2017"-ის თანახმად, საქართველო რჩება ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად. 1-დან 7-მდე სკალის მიხედვით, საქართველოში როგორც პოლიტიკური უფლებების, ისე სამოქალაქო თავისუფლებების მიხედვით მდგომარეობა 3 ქულით არის შეფასებული. 1 ქულა საუკეთესო შეფასებაა 7 კი ყველაზე ცუდი. სამხრეთი კავკასიის სხვა ქვეყნებს რაც შეეხებათ, "ფრიდომ ჰაუსი" სომხეთს ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად აფასებს, აზერბაიჯანს კი არათავისუფლად. არათავისუფლად ფასდება რუსეთი, ნაწილობრივ თავისუფლად - თურქეთი. საქართველოს მსგავსი - სამქულიანი შეფასება აქვს უკრაინას. ალეკო ცქიტიშვილმა "დილის საუბრებში" ილაპარაკა აგრეთვე "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ყოველწლიურ ანგარიშზე, რომელშიც ასახულია ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში 2016 წელს.

XS
SM
MD
LG