ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გამართულ ნატო-საქართველოს კომისიაზე საქართველოს ხელისუფლებამ ქება დაიმსახურა თავისუფალი და დემოკრატიული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების, რეფორმებში მიღწეული წარმატებისა და რეგიონის ქვეყნებთან და რუსეთთან დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის გამო. “შთამბეჭდავი რეფორმები გატარდა თავდაცვის სექტორში. გაცილებით მყარია დემოკრატია მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩატარებული თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით. კიდევ რჩება გასაკეთებელი სამუშაო, მაგრამ საერთო ჯამში საქართველო ძალიან დაუახლოვდა ნატოს”, - განაცხადა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზეც ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა. ნატო-საქართველოს კომისიის შედეგებით კმაყოფილი დარჩა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. “საქართველომ ქება დაიმსახურა ყველა მიმართულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ამ ერთი წლის განმავლობაში ყველაფერი სწორად გავაკეთეთ,” - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1