კორნელი კაკაჩია რუსეთის გავლენის ზრდაზე
11 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კორნელი კაკაჩია, პოლიტოლოგი, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი. მან ილაპარაკა საფრთხეების შესახებ ანგარიშზე, რომელიც აშშ-ის სენატში შეიარაღებული ძალების კომიტეტში განიხილეს 9 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე. ანგარიშში საქართველოსაც ეძღვნება მცირე მონაკვეთი, რომელშიც ხაზგასმულია საქართველოზე რუსეთის გავლენის ზრდის საფრთხე.