ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობაზე კვირის განმავლობაში „ნეიშენალ ინტერესტის“ ფურცლებზე მიმდინარეობდა დისკუსია მაიკლ სესირსა და დაგ ბენდოუს შორის. მაიკლ სესირი კავკასიის საკითხების ანალიტიკოსია და ფილადელფიაში მდებარე საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში მუშაობს, დაგ ბენდოუ კი კატოს ინსტიტუტის წამყვანი ანალიტიკოსია და წარსულში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის თანაშემწე იყო.
სესირის წერილი 19 აგვისტოს გამოქვეყნდა. მისი სახელწოდებაა „დიახ, ნატომ საქართველო უნდა მიიღოს“. ავტორი წერილს უთმობს იმ არგუმენტების ჩამოყალიბებას, თუ რატომ იქნება ალიანსში საქართველოს მიღება აშშ-ისთვის ხელსაყრელი: „პირველ რიგში, ლიბერალური, კანონზე დამყარებული სისტემის აღმოსავლეთით გავრცელება აშშ-ისთვის მხოლოდ დადებითი ფაქტორი შეიძლება იყოს, ვინაიდან ის ფუნდამენტურად უფრო უსაფრთხოა და მეტი კეთილდღეობა აქვს მაშინ, როცა მსოფლიოში იზიარებენ მის მთავარ ფასეულობებს. მთელი ნაკლოვანებებისა და ხარვეზების მიუხედავად, ევროატლანტიკური ინსტიტუტები - მაგალითად, ნატო და ევროკავშირი - ამ ღირებულებების ევრაზიაში გასავრცელებლად ყველაზე მყარი და წარმატებული მექანიზმებია. ნატოს კატეგორიული კრიტიკოსები - ისეთები, როგორიც ბენდოუა - ამ ორგანიზაციას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისიის უქონლობაში სდებენ ბრალს, თუმცა რატომღაც იმას ვერ ხედავენ, რომ ცივი ომის პერიოდში ნატოს წარმატება იმდენადვე იყო სოციოპოლიტიკური, რამდენადაც სამხედრო“, - წერს მაიკლ სესირი და დასძენს, რომ ეს სოციოპოლიტიკური განზომილება - ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების გავრცელება - პოსტსაბჭოთა წლებშიც მნიშვნელოვანია, რადგან ავტორიტარიზმის ძალები კვლავაც აქტიურობენ და, ზოგ შემთხვევაში, პოზიციებსაც იმყარებენ.
22 აგვისტოს ამავე გამოცემამ გამოაქვეყნა დაგ ბენდოუს წერილი, სახელწოდებით „არა, ნატომ საქართველო არ უნდა მიიღოს“. ამ სტატიაში, როგორც სათაურიდანაც ჩანს, ავტორი სესირის საწინააღმდეგო არგუმენტებს აყალიბებს: „ალიანსის წევრებისა და პოტენციური წევრების უმრავლესობას ომი არ ემუქრება, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ეს შესაძლებლობა დასაშვებია, თუმცა ნაკლებად სავარაუდო. და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რატომაც უნდა თბილისს ასე ძალიან ალიანსში გაწევრიანება. ეს არ ხდება ‘სოციოპოლიტიკური’ მიზეზებით - ‘ლიბერალურ, კანონებზე დამყარებულ სისტემაში’ გასაწევრიანებლად ან ‘საერთაშორისო თავისუფლების’ გასამყარებლად. საქართველოს მთავრობას სურს ამერიკა მას რუსეთისგან იცავდეს. ამის გამო ქართველები არავინ არ უნდა გაამტყუნოს, - სხვა თუ არაფერი, ისინი ნამდვილად რთულ სამეზობლოში ცხოვრობენ, - მაგრამ ამერიკის ინტერესები ამ რეგიონში მინიმალურია. ენერგიის ალტერნატიული გზები, რომლებზეც სესირი საუბრობს, მოსახერხებელია, მაგრამ არა სასიცოცხლოდ აუცილებელი და ისინი ნამდვილად არ ღირს ომის შესაძლებლობად“.
22 აგვისტოს მედიაკომპანია „ბლუმბერგის“ ვებსაიტზე გამოქვეყნდა სტატია, სათაურით „საქართველოს მილიარდერი პრემიერი აშშ-ის მოკავშირე სააკაშვილს ციხის შესახებ აფრთხილებს“. სტატია იწყება ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა კორუფციის გამო დაეკისროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი არ იზიარებს აშშ-ის გაფრთხილებას სასამართლოს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენების საფრთხის თაობაზე. „კანონის წინაშე ყველა თანასწორიაო“, - უთქვამს ივანიშვილს გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში და იქვე განუცხადებია: საქართველოს ელიტური კორუფცია ახრჩობდა და სააკაშვილს, როგორც მინიმუმ, ამის შესახებ ეცოდინებოდა ან ამაში მონაწილეობდა კიდეცო. სტატიის ავტორები წერენ, რომ სააკაშვილი კორუფციის შესახებ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. „ჩემი ან ჩემი მთავრობის კორუმპირებულობის შესახებ ნებისმიერი მინიშნება სასაცილოა - განსაკუთრებით იმ ხალხისგან, ვინც ის კორუმპირებული ელიტები დააბრუნა, რომლებიც ჩვენ, ფაქტობრივად, განვდევნეთ ძალაუფლებიდან“, - ეუბნება სააკაშვილი გამოცემას და განაგრძობს: „ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული მთავრობა გვყავდა. პრემიერ-მინისტრისგან ნებისმიერი მუქარა მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება - ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის მოსპობას“.