გორში, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოფისში, არჩევნების პორტალის პრეზენტაცია მოეწყო. პრეზენტაციას საზოგადოების, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ. electionsportal.ge – ასე ჰქვია ვებსაიტს, რომელიც სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ - ინიციატივით შეიქმნა.
არასამთავრობო ორგანიზაციათა არჩევნების პორტალის მიზანია საქართველოში მიმდინარე არჩევნების შესახებ დაინტერესებული მხარეებისათვის მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება; ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და მის შემდგომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მიერ დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევების აღრიცხვა და ინციდენტების რუკაზე მათი წარმოდგენა. ინფორმაცია წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ საიტზე უკვე თავსდება. „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელი ნინო ბიბილეიშვილი ამბობს, რომ საიტის მუშაობით უწყებათშორისი კომისია და საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე დაინტერესდნენ.
არჩევნების პორტალი მოქალაქეებსაც აძლევს საშუალებას ელექტრონულად განათავსონ ინფორმაცია საარჩევნო პერიოდის სავარაუდო დარღვევებისა და ინციდენტების შესახებ. მოქალაქეების მიერ გაგზავნილ ინფორმაციას ვებგვერდის ადმინისტრაცია გადამოწმების შემდეგ გამოაქვეყნებს. იურისტთა ასოციაციაში შეკრებილების აზრით, ახალი პორტალის ამოქმედება, არჩევნების გაშუქების და დარღვევების გამოვლენის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯია. „ქართული პარტიის“ წარმომადგენელი თემურ აფხაზაშვილი მიიჩნევს, რომ დაფიქსირებულ დარღვევებს სათანადო რეაგირებაც უნდა მოსდევდეს.
არჩევნების პორტალის ინციდენტების რუკაზე წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე მეტი, 23 დარღვევა გორის რაიონშია დაფიქსირებული. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის განცხადებით, ეს სტატისტიკა უკვე ცხადყოფს, რომ არჩევნები ამ რაიონში დაძაბული იქნება და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ.
არჩევნების პორტალი ორენოვანია. ინგლისურენოვანი ვარიანტის შექმნა იმისათვის გადაწყდა, რომ საიტს საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება მიეპყრო. არჩევნების დღეს უბნებში დაფიქსირებული დარღვევები პორტალზე ოპერატიულად განთავსდება. ინტერნეტრესურსი საქმიანობას არჩევნების შემგომ პერიოდშიც გააგრძელებს.