სექსუალური შევიწროება სამსახურში - გავრცელებული უჩინარი პრობლემა
სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, „დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროება წარმოადგენს უფლებადარღვევის ყველაზე გავრცელებულ და, ამავდროულად, დაფარულ პრობლემას, რომელიც ამცირებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს, საფრთხეს უქმნის ქალთა და მამაკაცთა კეთილდღეობას და აკნინებს გენდერული თანასწორობის ხარისხს“. ეს პრობლემა უპირატესად ქალებს ემუქრებათ, მაგრამ ხშირად ამ ტიპის სამართალდარღვევის მსხვერპლი ხმამაღლა ვერ ლაპარაკობს ამ საკითხზე და მას სამსახურის დატოვება უწევს. ამგვარი ვითარება აქამდე, დიდწილად, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არარსებობით აიხსნებოდა, თუმცა უკვე არსებობს შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც ამჟამად პარლამენტში განიხილება. როგორი ფორმით ვლინდება სექსუალური შევიწროება სამსახურში და რა ბერკეტები უნდა დაუპირისპიროს სახელმწიფომ ამ პრობლემას? გადაცემის სტუმრები არიან მარიამ ამაშუკელი -„სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის“ სოციოლოგი, მკვლევარი და ლიკა ჯალაღანია - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.