კონტრაცეპცია და უსაფრთხო აბორტი
გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, მოზარდებში შობადობის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს გამორჩეულად მაღალი ადგილი უკავია აღმოსავლეთ ევროპაში, სახალო დამცველის აპარატის მონაცემებით კი, ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 7 300-მდე მოზარდი ვერ ასრულებს განათლების მიღებას - ისინი წყვეტენ სწავლას და ამის ძირითადი მიზეზი არის ქორწინება და ადრეულ ასაკში მშობიარობა. რატომ არის საჭირო, რომ მოზარდებმა, ახალგაზრდებმა იცოდნენ კონტრაცეპციისა და ოჯახის დაგეგმვის შესახებ, რას ნიშნავს უსაფრთხო აბორტი? - ამის შესახებ კოალიცია „რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებებისთვის" და ასოციაცია „ჰერას" წარმომადგენლები, თანასწორ-განმანათლებლები ნინო ცქიფურიშვილი და თეონა ბაბუციძე საუბრობენ. საუბარს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მზია ფარესიშვილი უძღვება.