ოჯახი, სკოლა და მოზარდის პრობლემები
ბევრი მშობელი და პედაგოგი უჩივის მოზარდების ქცევასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მაგრამ ეს ხშირად ხდება ბრმად, პრობლემების არსისა და მათი გამომწვევი მიზეზების გაანალიზების გარეშე, შედეგად კი, უკვე არსებული პრობლემები იწვევს ახალ პრობლემებს და ამ პროცესს, არცთუ იშვიათად, სავალალო შედეგებამდეც მივყავართ. ვინ უშვებს შეცდომებს და სად გადის ზღვარი დედის, მამის, პედაგოგისა თუ თავად მოზარდის პასუხისმგებლობას შორის? რა მოაქვს დიქტატორულ მიდგომებს და რა როლს თამაშობს ჯერ ისევ შემორჩენილი სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც, „მამის სიტყვა კანონია“ და მას ოჯახის ყველა დანარჩენი წევრი უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს? გადაცემის სტუმრები არიან: სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი და მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე, ფსიქოლოგი ლევან ზარდალიშვილი. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.