ქალები ებრაული თემიდან
ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა პრობლემებზე, ამ თემთა ქალების უფლებებსა და მდგომარეობაზე საუბრობენ საქართველოს ებრაელ ქალთა საბჭოსა და საერთაშორისო ფონდ "ლეას" პრეზიდენტი მარინე სოლომონიშვილი და ამ ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი თამარ ქოსაშვილი. „გენდერული ამბების" სტუმრები იხსენებენ ჰოლოკოსტის მსხვერპლთ, ლაპარაკობენ იმაზე, თუ რა მძიმე შედეგები მოჰყვება ადამიანთა რელიგიურ-ეთნიკური და სხვა, განსხვავებული, ნიშნით დევნას. გადაცემაში საუბარია ასევე საქართველოში ეთნიკური უმცირესობების თემის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჩართულობის ნაკლებობაზე, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდის აუცილებლობაზე. გადაცემას რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მზია ფარესიშვილი უძღვება.