დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები და მათი დედები
როგორ ქმნიან დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დედები თავიანთი შვილებისთვის უკეთეს მომავალს, როგორ ეძებენ ასეთი მშობლები ერთმანეთს და როგორ ლახავენ არსებული მდგომარეობით გამოწვეულ სიძნელეებს; რა ხდება მაშინ, როცა ექიმი ამბობს: „თქვენს შვილს დაუნის სინდრომის აქვს“... სოციალური საწარმო „ბაბალე“ და ნაბიჯ-ნაბიჯ ამაღლებული საზოგადოებრივი ცნობიერება. ამ თემებზე საუბრობენ დღევანდელ „გენდერული ამბებში“. გადაცემის სტუმრები: თამარ მარგიშვილი - დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალების კავშირ "ჩვენი ბავშვების" დამფუძნებელი; ლია ტაბატაძე - დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალების კავშირ "ჩვენი ბავშვების" წარმომადგენელი; გოჩა გაბოძე - სოციალური საწარმო „ბაბალეს“ მარკეტინგის მენეჯერი. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება.