დედები გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ
რა პრობლემებს აწყდებიან ჩვილი და სკოლამდელი ასაკის ბავშვების დედები საზოგადოებაში, საბავშვო ბაღებში და რა გენდერულ სტერეოტიპებთან უწევთ გამკლავება - ამის შესახებ დღევანდელ გადაცემაში საუბრობენ გენდერის სპეციალისტი ანა ილურიძე და ადამიანების რესურსების მართვის სპეციალისტი ნანა იამანიძე. გადაცემას რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მზია ფარესიშვილი უძღვება.