სექსუალური შევიწროება და მასზე რეაგირება
სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობადობის ამაღლების, ინფორმირებულობის გაზრდისა და პრევენციის მიზნით სახალხო დამცველის ვებსაიტზე სპეციალური ელექტრონული კურსი განთავსდა. კურსი გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საჯარო სამსახურის ბიუროსთან და სახალხო დამცველის აპარატთან ერთად შეიმუშავა. კურსში მოცემული მასალა და პრაქტიკული რჩევები საქართველოს საჯარო და კერძო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს სექსუალური შევიწროების შემთხვევების ამოცნობასა და მათზე რეაგირებაში დაეხმარებათ. „გენდერულ ამბებში“ კი სექსუალური შევიწროების თემაზე ისაუბრებენ სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე და ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი, მარიამ წერეთელი. გადაცემას ნონა მჭედლიშვილი უძღვება.