ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ რვას მიაღწია. ვრცელდება ინფორმაცია დაკარგულთა შესახებ. უსახლკაროდ დარჩა ათობით ოჯახი. განადგურდა ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით, გმირთა მოედნის, სვანიძის ქუჩის, ზოოპარკისა და ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიებზე. სტიქიამ დააზიანა ზოოპარკის ვოლიერები, დაიხრჩო ცხოველების ნაწილი, ნაწილმა კი ზოოპარკის ტერიტორია დატოვა, რომელთაც სპეცსამსახურების წარმომადგენლები ეძებენ. სამაშველო და სამძებრო სამუშაოები ვერტმფრენებითაც ხორციელდება.