ყოველ წელს, აღდგომის მომდევნო ხუთშაბათს, მრავალი უშვილო წყვილი აკვნებითა და თოჯინებით ხელში, ადის მარტვილის რაიონში, წაჩხურუს მთავარანგელოზის ეკლესიაში. სამკილომეტრიან აღმართს რომ აივლიან (ზოგი მას ფეხშიშველი მიუყვება), აკვანში ჩაწვენილ თოჯინას ეკლესიის ეზოში ტოვებენ და მღვდლის კურთხევას ელოდებიან. მათ სწამთ, რომ თუ ამ რიტუალს სამჯერ შეასრულებენ, შვილიც შეეძინებათ.
აკვანი უშვილოთა

11
იმავე ლეგენდის თანახმად, ქრისტიანობის შემოღების შემდეგ ტრადიციამ სახე იცვალა, მაგრამ ადგილმა მაინც შეინარჩუნა „ნაყოფიერების მიმნიჭებლის“ სახელი.

12
წირვის დასრულების შემდეგ მღვდელი მრევლს უშვილო წყვილების მიერ ატანილ აკვნებს ურიგებს. ეს რიტუალის ნაწილია.

13
აკვნების დარიგებისას წესრიგის შენარჩუნება რთულდება, რადგან მლოცველთა უმეტესობა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი აკვანი დაისაკუთროს.

14
ყველაზე კმაყოფილი ის ბავშვები არიან, რომლებსაც თოჯინებიანი აკვნები შეხვდათ.