Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური ვარდნა თუ ეკონომიკის ”შენელება”?


მიმდინარე კვირაში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია ”მოქალაქის” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გააკრიტიკა. ივანიშვილმა ღარიბაშვილს გამოთქმა ”ეკონომიკის ვარდნა” დაუწუნა და აღნიშნა, რომ საქართველოში ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი მიმდინარეობს. რა სტატისტიკა დგას ამ განცხადებების უკან?

საქართველოს მთავრობას ბევრი აკრიტიკებს გასული წლის ბიუჯეტის შეუსრულებლობის, ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა თუ, ზოგადად, ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების გამო. მაგრამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პირველი აღმოჩნდა, ვინც მთავრობას ეკონომიკური ვარდნის აღიარების გამო უსაყვედურა. 4 თებერვალს საზოგადოებრივი ორგანიზაცია ”მოქალაქის” დამფუძნებლის რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა მთავრობაზე მეტად ყოფილი მმართველი ძალა, ”ნაციონალური მოძრაობა”, გააკრიტიკა:

„ბიუჯეტის შევსება ჩვენ კარგად ვიცით, როგორ ხდებოდა - ნაწილობრივ, საპროცესო გარიგებებით და ასე შემდეგ, როგორ აწიოკებდნენ მთელ მოსახლეობას, როგორ ყრიდნენ და აგდებდნენ ბიზნესმენებს, როგორ ართმევდნენ ქონებას და ეს ხდებოდა ჩვენს თვალწინ. მსგავსი არ გვიკადრებია ჩვენ, ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის გაჯანსაღება”.
კონომიკური ზრდა შენელდა დაახლოებით 3-ჯერ; გაიხარჯა ბიუჯეტში არსებული უსაფრთხოების ბალიში - 1 მილიარდამდე ლარი; დაიკარგა დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარი, მთლიანი შიდა პროდუქტის სახით; დაიკარგა დაახლოებით 1 მილიარდი ლარი ბიუჯეტში...
ზურაბ ჯაფარიძე

ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკის გაჯანსაღების მცდელობა დაავადებული ადამიანის მკურნალობას შეადარა და ამ პროცესის არასწორად შეფასებისთვის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, შენიშვნა მისცა:

”მე არ მომეწონა ტერმინი, სხვათა შორის. აი, კრიტიკაზე თუ გაინტერესებთ, ღარიბაშვილს გავაკრიტიკებდი, რომ გამოიყენა არასწორად ტერმინი, რომ ჩვენ ახალი ხელისუფლების პირობებში გვქონდა ეკონომიკური ვარდნა. არ ვეთანხმები მე ამას, რომ ჩვენ გვქონდა ეკონომიკური ვარდნა. ჩვენ მოვედით, მოვედით და დავიწყეთ ეკონომიკის გაჯანსაღება. გაჯანსაღების პროცესში, ისევე როგორც ავადმყოფი რომ გამოიყვანო რაღაც პროცესიდან, რაღაც ეტაპზე შეიძლება რაღაც გაუღრმავდეს იმას”.

ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას დაეთანხმა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და გასული წლის მანძილზე არსებულ ეკონომიკურ სირთულეებს ”შენელება” უწოდა:

”იყო გარკვეული შენელება, მაგრამ ის, რაც მოხდა ჩვენი მთავრობის პირობებში, მოხდა ეკონომიკის გაჯანსაღება”.

ხელისუფლებიდან წამოსულ კრიტიკას ოპოზიციურმა ”ნაციონალურმა მოძრაობამ” იმით უპასუხა, რომ ამჟამინდელი მთავრობის მიერ გადადგმული მცდარი ეკონომიკური ნაბიჯების ჩამონათვალი შეადგინა.”ნაციონალური
ზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე
მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლების 20 ძირითადი შეცდომის გამო საქართველოს ეკონომიკამ 2013 წელს ბევრი რამ დაკარგა:

”ეკონომიკური ზრდა შენელდა დაახლოებით 3-ჯერ; გაიხარჯა ბიუჯეტში არსებული უსაფრთხოების ბალიში - 1 მილიარდამდე ლარი; დაიკარგა დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარი, მთლიანი შიდა პროდუქტის სახით; დაიკარგა დაახლოებით 1 მილიარდი ლარი ბიუჯეტში. 2014 წელს გვიწევს 1.6 მილიარდი ახალი ვალის აღება; საერთო ჯამში, ქვეყნის ვალდებულებები იზრდება 800 მილიონით; საბიუჯეტო დეფიციტი იზრდება 4%-მდე; ვიღებთ 600 მილიონ ლარ შიდა ვალს; პირველად უკანასკნელ წლებში, არ იზრდება პენსიები“.

ოპოზიციის ამ კრიტიკას მთავრობა გასული წლის ბოლო ორი თვის მაჩვენებლებს უპირისპირებს, რომლის მიხედვითაც, ამ თვეებში მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 8 პროცენტით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლის მიღება 2012 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხდება. იმ დროს კი საქართველოს ეკონომიკის ზრდა საგრძნობად შენელდა და თითქმის ნულს გაუტოლდა.
საბიუჯეტო შემოსავლები 2.1 პროცენტით არის შემცირებული, 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, შემცირებულია როგორც საგადასახადო შემოსავლები (-0.2%), ასევე გრანტები (-23.3%) და სხვა შემოსავლები...
თამარ ჯუღელი

სხვაობას 2013-ისა და 2012 წლების ეკონომიკურ მაჩვენებლებს შორის უფრო ცხადს ხდის ამ წლებში საქართველოს ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები. მათი შედარება ვთხოვე ”პი-ემ-სი ჯგუფის” კვლევითი პროგრამების მენეჯერს თამარ ჯუღელს:

”საბიუჯეტო შემოსავლები 2.1 პროცენტით არის შემცირებული, 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, შემცირებულია როგორც საგადასახადო შემოსავლები (-0.2%), ასევე გრანტები (-23.3%) და სხვა შემოსავლები (-13.3%). 2013 წელს გაზრდილია შემოსავალი საშემოსავლო (9.6%), ქონების (0.3%) და აქციზის (9.5%) გადასახადებიდან, ხოლო შემცირებულია დღგ-ის (-6.3%), მოგების (-5.2%) და იმპორტის (-0.8%)
გადასახადებიდან”.

”პი-ემ-სი ჯგუფის” ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არ შესრულდა ხარჯვით ნაწილშიც. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობამ სოციალური მომსახურებისა თუ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის გამოყოფილი თანხების ათვისება ვერ შეძლო. საერთო ჯამში, გასული წლის ბიუჯეტი მხოლოდ 91 პროცენტით შესრულდა.

ბიუჯეტის შეუსრულებლობას ისიც ემატება, რომ ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი ვარდნას განიცდის, ხოლო სამომხმარებლო ფასები ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ინფლაციის დონის მატებაზე მეტყველებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის ნოემბრის ბოლომდე არსებული დეფლაციური პროცესი ინფლაციით შეიცვალა და იანვრის თვეში 3 პროცენტს
ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი
მიაღწია. მიუხედავად ამისა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია ”მოქალაქის” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს:

”ჯერ ინფლაციაზე საუბარი ზედმეტია, რამეთუ კურსი შეიძლება გასწორდეს ელემენტარულად. ესეც რაღაც ეტაპზე, კარგი დოზით, ეკონომიკის გააქტიურებას უწყობს ხელს და ეს არ არის საფრთხობელა”.

ანალოგიურ აზრს გამოთქვამენ საქართველოს მთავრობის წევრებიც, თუმცა ეკონომიკის მკვლევართა ნაწილი მათ ოპტიმიზმს არ იზიარებს. ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტის გია ჯანდიერის განცხადებით, ლარის კურსის ვარდნა ეკონომიკის პასუხია მთავრობის მცდარ პოლიტიკაზე.
XS
SM
MD
LG