Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ლომიძე კონტრდაზვერვითი საქმიანობის პრაქტიკასა და უცხოელთა სამართლებრივ მდგომარეობაზე


23 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკა ლომიძე, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი. გადაცემის დასაწყისში ტელეფონით ჩაერთო გურამ იმნაძე, "ადამიანის უფლებებისა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) იურისტი. მან ილაპარაკა EMC-ის საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელზე. სარჩელი შეეხება კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლებიც ქმნის სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე პირად ცხოვრებაში ჩარევის შესაძლებლობას. ლაპარაკია "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონის" ორ მუხლზე. ერთი შეეხება მოსამართლის ნებართვის გარეშე ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერასა და ფოტო-კინო გადაღებას. მეორე ნორმით კი კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობა საკმარისია იმისთვის, რომ სპეცსამსახურებმა ფარულად მიაყურადონ და ჩაიწერონ სატელეფონო საუბარი.

XS
SM
MD
LG