Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოგვების საჩუქარი ჯარისათვის - საკადრო ოპტიმიზაციის სახით


წლის ბოლოს დაიწყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და დიდწილად მომავალი წლის განმავლობაშიც არ დაკარგავს სიმწვავეს რეორგანიზაცია და საკადრო ოპტიმიზაცია, რომელსაც სამხედრო უწყება თანხების დაზოგვითა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების სურვილით ხსნის. თუმცა ეს პროცესი კიდევ უფრო მტკივნეული და უგულო ჩანს ახალი წლის წინ, როდესაც ადამიანი რაღაცას გეგმავს თავისი კნინი ჯამაგირის იმედზე. მაგრამ თუ პრიორიტეტები სწორად არის განსაზღვრული, გათვალისწინებულია შემცირებაში მოყოლილი სამხედრო და სამოქალაქო პირის სოციალური დაცვა უმუშევრობის განმავლობაში, მაშინ საზოგადოება უფრო გაგებით მოეკიდება დაგეგმილ ცვლილებებს.იმის თაობაზე, იყო თუ არა ყველაფერი სწორად დაგეგმილი და დაყვანილი საზოგადოებამდე, ჩვენს შეკითხვებს თბილისიდან ტელეფონის საშუალებით უპასუხებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-5-ის სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მამუკა შიუკაშვილი და თადარიგის გენერალი, სამხედრო -საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, ამირან სალუქვაძე.

დაბრკოლების ზოლი
please wait

No media source currently available

0:00 1:00:00 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG