თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოახერხა სახელმწიფო გადატრიალების თავიდან აცილება. 15-16 ივლისის ღამის განმავლობაში, ანკარასა და სტამბოლში მომხდარ შეტაკებებში, სულ ცოტა, 90 კაცი დაიღუპა, დაპატიმრებულია 800-მდე პირი. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ მკაცრად დასჯის გადატრიალების თაოსნებსა და მონაწილეებს.