Bloomsday - პირველად თბილისში
16 ივნისს თბილისში პირველად აღნიშნეს Bloomsday - დღესასწაული, რომელიც ირლანდიელ მწერალ ჯეიმს ჯოისის რომანის, „ულისეს“, მთავარი გმირის, ლეოპოლდ ბლუმის, სახელს უკავშირდება. გამომცემლობა „არტანუჯმა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჯოისის თაყვანისმცემლებს უმასპინძლეს უნივერსტიტეტის პირველ კორპუსში, სადაც მკითხველებმა, მწერლებმა და მთარგმნელებმა ილაპარაკეს ჯეიმს ჯოისის შემოქმედების შესახებ და წაიკითხეს ფრაგმენტები როგორც ორიგინალიდან, ასევე „ულისეს“ ქართული თარგმანიდან, რომელზეც ნიკო ყიასაშვილმა 25 წელი იმუშავა.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან