Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსერვის ქილებზე შემომსხდარი ანგელოზების მხატვარი


კონსერვის ქილებზე შემომსხდარი ანგელოზების მხატვარი
please wait

No media source currently available

0:00 0:03:01 0:00

ბესო კობახიძე ამბროლაურელი მხატვარია. სევდიანი კაცი ვარ, არც ლაპარაკი მეხერხება, ამიტომ სულ ვხატავ და ვხატავო, შეხვედრისას გვითხრა. ბესო რაჭაში ცხოვრობს, სახელოსნო თავისი სახლის მეორე სართულზე აქვს მოწყობილი, სამსახურისგან თავისუფალ დროს (ის ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმს ხელმძღვანელობს) შეიკეტება ხოლმე და საათობით ხატავს. თუ ნამუშევარი არ დაასრულა, ოთახიდან ძნელად გამოიყვან. ბოლო სამი წელია, რაც მარიონეტებისა და თაბაშირის ქანდაკებების კეთება დაიწყო. უკვე ბევრი ნამუშევარი დაუგროვდა, თუმცა პერსონალური გამოფენა აქამდე არ გაუმართავს - თბილისში ნახატებისა და ქანდაკებების წამოღება და შემდეგ უკან, რაჭაში, დაბრუნება მისთვის დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. არადა, მნახველის აზრი, განსაკუთრებით კი, პროფესიონალი მხატვრებისა, ძალიან აინტერესებს.

XS
SM
MD
LG