ნიცაში მოწყობილ თავდასხმას რვა ათეულზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
84 ადამიანი დაიღუპა საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ნიცაში გუშინ საღამოს მოწყობილი თავდასხმის შედეგად. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ასზე მეტი დაშავებულიდან 18-ის მდგომარეობა კრიტიკულია. 14 ივლისს, საღამოს, სატვირთო ავტომანქანა მთელი სისწრაფით შევარდა სანაპიროზე, სადაც ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოიერვერკის სანახავად. სატვირთო ავტომანქანამ დიდი სისწრაფით გაიარა ხალხით სავსე, დაახლოებით ორკილომეტრიანი მონაკვეთი. ავტომანქანაში, რომლის მძღოლი პოლიციელებმა მოკლეს, აღმოჩენილ იქნა ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღი.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან