ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პრემია“ გთავაზობთ საუბარს ბუკერის პრემიის 1997 წლის ლაურეატის, ინდოელი მწერალი ქალის, არუნდატი როის რომან „წვრილმანების ღმერთზე“. უკანასკნელი ოცდაათი წლის მსოფლიო ლიტერატურის ეს ერთ-ერთი დიდი შედევრი განსაკუთრებული წიგნია როგორც ენობრივი ოსტატობის, ისე სოციალური თემატიკისა და კომპოზიციური ოსტატობის თვალსაზრისით. ეს მოულოდნელი წიგნი საოცარ ზეგავლენას ახდენს მკითხველზე; ამ შთაბეჭდილებას აძლიერებს თამარ ჯაფარიძის უბრწყინვალესი თარგმანი. ვინ არიან ხელუხლებლები, რა წესებია დადგენილი სიყვარულისთვის, რით აღემატება სირიელი ქრისტიანი უბრალო ინდუსს და რატომ უყვართ ბავშვებს „მუსიკის ჰანგები“ — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.
გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი: