საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნები საქართველოს 50 ოლქში ტარდება და ერთმანეთს ძირითადად „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები უპირისპირდებიან. დამკვირვებლების თქმით, არჩევნებზე მოსახლეობის აქტიურობა მაღალი არ არის.