აზერბაიჯანში 9 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, თუმცა სამხრეთ კავკასიის ამ ნავთობით მდიდარ, მაგრამ დემოკრატიის დიდი დეფიციტის მქონე სახელმწიფოში სიურპრიზს არავინ ელოდება.
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ხალხმრავალ და მანქანებით გადატვირთულ ქუჩებში მცირე ხნით გავლა და ხალხთან საუბარიც კი ზუსტ წარმოდგენას იძლევა მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე.
„ეჭვგარეშეა, რომ ამ პოსტზე ილჰამს აირჩევენ, ის გახდება პრეზიდენტი. სხვანაირად შეუძლებელია,“- განუცხადა ერთ-ერთმა გამვლელმა მოქალაქემ ჩვენი რადიოს აზერბაიჯანულ სამსახურს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, არჩევნების ისტორია თუ უბრალო ინტუიცია კარს მომდგარი არჩევნების წინ ყველას აფიქრებინებს, რომ 9 ოქტომბრის არჩევნებში ქვეყნის ავტოკრატი ლიდერი ილჰამ ალიევი, დინასტიის 51 წლის წარმომადგენელი დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
თუმცა, ამ გარდაუვალი შედეგის მიუხედავად, წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიამ აზერბაიჯანში გააჩინა იმედი, რომ, ოპოზიციის ეროვნული საბჭო, ერთიანობის შემთხვევაში, შეძლებს მომავალში ავტორიტარიზმის შერყევას. ბრძოლა 9 ოქტომბერს არ მთავრდებაო, უთხრა ჩვენს რადიოს გუზელ ბაირამლიმ, აზერბაიჯანის „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარის მოადგილემ:
„ეს სქემა არ არის შექმნილი არჩევნებში გამარჯვებისათვის. ეროვნულ საბჭოს აქვს გრძელვადიანი პერსპექტივა. ჩვენი მიზანია ავტორიტარიზმიდან დემოკრატიაზე გადასვლა, დემოკრატიის მშენებლობა. და ვიდრე ეს მოხდებოდეს, აუცილებელია დემოკრატიულმა ძალებმა ერთიანობა შეინარჩუნონ. ჩვენ ამისათვის ვიღვწით და ჩვენი მიზანიც ესაა“.
აზერბაიჯანის ოპოზიციის ეროვნულ საბჭოში საპრეზიდენტო არჩევნების წინ რეჟიმის მოწინააღმდეგე თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა, მათ შორის, „მუსავატი“ და „სახალხო ფრონტი“ გაერთიანდა. საბჭომ ერთიანობა მას შემდეგაც შეინარჩუნა, რაც ხელისუფლებამ შეძლო კამპანიიდან გამოეთიშა ცნობილი სცენარისტი რუსტამ იბრაგიმბეკოვი. ეს, ცხადია, დიდი დარტყმა იყო, მით უფრო, რომ აზერბაიჯანის ოპოზიციის ეროვნულმა საბჭომ ერთიან კანდიდატად დაასახელა ნაკლებად ცნობილი მეცნიერი, კამილ ჰასანლი. თუმცა ამ ნაბიჯს თავისი უპირატესობაც ჰქონდა. ყოფილი კანონმდებელი და ისტორიკოსი, 61 წლის ჰასანლი, როგორც ჩანს, კარგად იცნობს აზერბაიჯანის ხელისუფლების ბიწიერ ბუნებას, რაზეც სატელევიზიო დებატების დროს ღიად ლაპარაკსაც არ შეუშინდა:
„აზერბაიჯანის მმართველი პარტია კოჭებამდეა ჩაფლული კორუფციაში, ილჰამ ალიევის მთავრობა - მუხლებამდე, თავად ილჰამ ალიევი კი კორუფციაში ყელამდეა ჩაფლული“.
ამ სატელევიზიო დებატებს ბევრი ამომრჩეველი ადევნებდა თვალს. მიუხედავად იმისა, რომ მასში არ მონაწილეობდა პრეზიდენტობის ძირითადი კანდიდატი, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, აღმოჩნდა, რომ მაგიდასთან მსხდომ სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის სწორედ ქვეყნის პრეზიდენტის ადვოკატები ჭარბობდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა მმართველი პარტიის წარმომადგენელი სიავუშ ნოვრუზოვი, რომელიც იმდენად განარისხა ილჰამ ალიევის კორუმპირებულად მოხსენიებამ, რომ ბოთლი ესროლა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით შეამკო ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი კამილ ჰასანლი:
„შენ არ ხარ მეცნიერი! შენ ბოშა იყავი და ქუჩაში ცხოვრობდი. და ამ არჩევნების შემდეგ შენ, კამილ ჰასანლი, ქუჩაში დარჩები“.
გარდა ამ სიტყვიერი დებატებისა, აზერბაიჯანის როგორც ცენტრალური, ისე რეგიონალური ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა ჩაეშალა კამილ ჰასანლის შეხვედრა ამომრჩევლებთან. უხეშად გამოიყენებოდა ადმინისტრაციული რესურსები, ადგილი ჰქონდა მოსახლეობის დაშინებას, ზეწოლას, მათი ახლობლების სამსახურიდან გათავისუფლების მუქარას და შანტაჟს. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დასავლურ მედიაზეც სცადა ზეწოლა და ბიბისი, ამერიკის ხმა და რადიო თავისუფლება წინასაარჩევნო კამპანიის ტენდენციურად გაშუქებაშიც კი დაადანაშაულა.
ასეთ შემთხვევაში გასაკვირიც არ არის, რომ 9 ოქტომბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ აზერბაიჯანში პესიმისტები ჭარბობენ ოპტიმისტებს.
„წარმოიდგინეთ, ხმა თქვენ რომ მოგცეთ, სულაც 50-60-მა პროცენტმაც რომ მოგცეთ ხმა, თქვენ მაინც არ აგირჩევენ და პრეზიდენტის პოსტს ისევ ალიევი დაიჭერს“, - უთხრა ერთ-ერთმა აზერბაიჯანელმა მოქალაქემ ჩვენს რადიოს და ასეთების რაოდენობა აზერბაიჯანში, როგორც გაირკვა, არცთუ ისე ცოტაა.
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ხალხმრავალ და მანქანებით გადატვირთულ ქუჩებში მცირე ხნით გავლა და ხალხთან საუბარიც კი ზუსტ წარმოდგენას იძლევა მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე.
„ეჭვგარეშეა, რომ ამ პოსტზე ილჰამს აირჩევენ, ის გახდება პრეზიდენტი. სხვანაირად შეუძლებელია,“- განუცხადა ერთ-ერთმა გამვლელმა მოქალაქემ ჩვენი რადიოს აზერბაიჯანულ სამსახურს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, არჩევნების ისტორია თუ უბრალო ინტუიცია კარს მომდგარი არჩევნების წინ ყველას აფიქრებინებს, რომ 9 ოქტომბრის არჩევნებში ქვეყნის ავტოკრატი ლიდერი ილჰამ ალიევი, დინასტიის 51 წლის წარმომადგენელი დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
თუმცა, ამ გარდაუვალი შედეგის მიუხედავად, წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიამ აზერბაიჯანში გააჩინა იმედი, რომ, ოპოზიციის ეროვნული საბჭო, ერთიანობის შემთხვევაში, შეძლებს მომავალში ავტორიტარიზმის შერყევას. ბრძოლა 9 ოქტომბერს არ მთავრდებაო, უთხრა ჩვენს რადიოს გუზელ ბაირამლიმ, აზერბაიჯანის „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარის მოადგილემ:
„ეს სქემა არ არის შექმნილი არჩევნებში გამარჯვებისათვის. ეროვნულ საბჭოს აქვს გრძელვადიანი პერსპექტივა. ჩვენი მიზანია ავტორიტარიზმიდან დემოკრატიაზე გადასვლა, დემოკრატიის მშენებლობა. და ვიდრე ეს მოხდებოდეს, აუცილებელია დემოკრატიულმა ძალებმა ერთიანობა შეინარჩუნონ. ჩვენ ამისათვის ვიღვწით და ჩვენი მიზანიც ესაა“.
აზერბაიჯანის მმართველი პარტია კოჭებამდეა ჩაფლული კორუფციაში, ილჰამ ალიევის მთავრობა - მუხლებამდე, თავად ილჰამ ალიევი კი კორუფციაში ყელამდეა ჩაფლული...კამილ ჰასანლი
„აზერბაიჯანის მმართველი პარტია კოჭებამდეა ჩაფლული კორუფციაში, ილჰამ ალიევის მთავრობა - მუხლებამდე, თავად ილჰამ ალიევი კი კორუფციაში ყელამდეა ჩაფლული“.
ამ სატელევიზიო დებატებს ბევრი ამომრჩეველი ადევნებდა თვალს. მიუხედავად იმისა, რომ მასში არ მონაწილეობდა პრეზიდენტობის ძირითადი კანდიდატი, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, აღმოჩნდა, რომ მაგიდასთან მსხდომ სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის სწორედ ქვეყნის პრეზიდენტის ადვოკატები ჭარბობდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა მმართველი პარტიის წარმომადგენელი სიავუშ ნოვრუზოვი, რომელიც იმდენად განარისხა ილჰამ ალიევის კორუმპირებულად მოხსენიებამ, რომ ბოთლი ესროლა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით შეამკო ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი კამილ ჰასანლი:
წარმოიდგინეთ, ხმა თქვენ რომ მოგცეთ, სულაც 50-60-მა პროცენტმაც რომ მოგცეთ ხმა, თქვენ მაინც არ აგირჩევენ და პრეზიდენტის პოსტს ისევ ალიევი დაიჭერს...