მარიამი, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ, ქორწილის ღამეს პოლიციაში აღმოჩნდა, გამოძიების დასრულებასა და სამართლიანობის აღდგენას ელის. იმის გამო, რომ ყოფილ ქმარსა და დედამთილს მის ქალწულობაში ეჭვი შეეპარათ, ის პოლიციაში წაიყვანეს, სადაც როგორც მარიამი და მისი დედა – მერი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობენ, გოგონაზე სიტყვიერი ზეწოლა და მუქარა განხორციელდა. მარიამმა ყოფილ ქმარსა და სამართალდამცავებს უჩივლა. მარიამის ადვოკატი ამბობს, რომ საქმე ერთ ადგილზეა გაყინული და პროკურატურა ამ საქმეში პოლიციელების დანაშაულის ნიშნებს ვერ პოულობს. სტატიაში გოგონას და დედის სახელები შეცვლილია. სადამდე მიიყვანა 16 წლის არასრულწლოვანი „ქალიშვილობის ინსტიტუტმა“ და რატომ ითხოვენ ქართველი ფემინისტები ქალიშვილობის ინსტიტუტის დახურვას?
16 წლის მარიამი ქორწილის ღამეს ქობულეთის პოლიციაში დედამთილისა და ქმრის გადაწყვეტილებით აღმოჩნდა. მარიამის თქმით, მას შემდეგ, რაც დედამთილმა და ქმარმა ზეწარზე სისხლი ვერ აღმოაჩინეს, დაასკვნეს, რომ გოგონა ქალიშვილი არ იყო და სიმართლის დასადგენად პოლიციაში წაიყვანეს, სადაც მას სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში აიძულებდნენ დაეწერა ხელწერილი და გაემჟღავნებინა იმ პირის ვინაობა, ვისთანაც ქალწულობა დაკარგა. მოგვიანებით, სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მარიამი ქალწული იყო. ახლა ის 17 წლისაა, იმ დღის შემდეგ ქმარი აღარ უნახავს. ფსიქოლოგები და ფსიქიატრები თვეების განმავლობაში ცდილობდნენ, რომ მისთვის ქორწილის ღამეს მიყენებული ტრავმა დაევიწყებინათ, მაგრამ როგორც მარიამი მეუბნება, იმ ღამემ მას მთელი ცხოვრება დაუნგრია. მარიამი გაბედული გოგო აღმოჩნდა. მან სასამართლოში შეიტანა სარჩელი იმ სამართალდამცავების წინააღმდეგ, რომლებიც მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მისგან ე.წ. აღიარებითი ჩვენების მიღებას მოითხოვდნენ, თუ ვისთან დაკარგა ქალწულობა გათხოვებამდე. ამ ამბის შემდეგ ზუსტად ერთი წელი გავიდა, მაგრამ სასამართლოს საქმეზე გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია.
„მარტოდმარტო, ბედის ანაბარა მიმაგდეს პოლიციელებში. შემოსეულები მყავდნენ ეს პოლიციელები, ერთი და იმავეს დამძახოდნენ, მლანძღავდნენ, რაღაც ხელწერილის დაწერას მაიძულებდნენ. ისიც კი არ ვიცოდი იმ ხელწერილში მე რა უნდა დამეწერა. ან რატომ უნდა დამეწერა, როცა არაფერი დამიშავებია. ყველა გოგოს ვურჩევ, რომ არასდროს გაჰყვნენ ცოლად ისეთ ბიჭს, რომელსაც ის არ უყვარს. როდესაც გიყვარს, მას ასეთი სიმწრისთვის და ტანჯვისთვის არ გაიმეტებ. მე მინდა, ჩემი სიმართლე დავამტკიცო. მე არაფერი დამიშავებია. პოლიციელებს ვუჩივი, იმიტომ რომ არაფრის გამო გამამწარეს; ასე რომ მლანძღავდნენ, ასე რომ მაშინებდნენ და მემუქრებოდნენ“, - ამბობს მარიამი.
მარიამის დედას, მერის, იმ ღამის გახსენება უჭირს. თუმცა ამბობს, რომ ეს ამბავი საზოგადოებამ აუცილებლად უნდა შეიტყოს, თუნდაც იმიტომ, რომ მომავალში მსგავსი ფაქტებისგან ქალები დაცული იყვნენ:
„მე მაშინ პოლიციამ გამაჩუმა. ჩემს შვილს ვეკითხებოდი, რა დაწერე მეთქი და პოლიციელმა დამიყვირა, ქალბატონო, ხელს ნუ გვიშლიო. მაშინ შემეშინდა. კანონები მე არ ვიცოდი და არაფერი, 8 კლასის განათლება მაქვს მიღებული, უბრალოდ, გლეხი ქალი ვარ. პოლიციელმა რომ მიყვირა, გავჩუმდი, შემეშინდა, ვიფიქრე, რამეს ვაშავებ-მეთქი. ახლა კანონებშიც გავერკვიე. უდანაშაულოდ გაანადგურეს ბავშვი, და ეს იმიტომ, რომ სისხლი არ დაიღვარა. ერთი წელია, გზა-შარაში ვარ, სამართალს ვერ მივაღწიე. პოლიციამ ისეთი დანაშაული ჩაიდინა, 16 წლის ბავშვს ემუქრებოდნენ ნეკნებს ჩაგიმტვრევთ, თუ მართალს არ იტყვიო.“
მარიამმა ქალწულობის დამადასტურებელი პროცედურა ორჯერ გაიარა. ერთხელ დედის სურვილით, მეორედ კი პოლიციის მოთხოვნით. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ ორივე დასკვნაში მიუთითა, რომ მარიამის საქალწულე აპკი არ იყო დარღვეული.
მარიამის ადვოკატის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის 144-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს პირის დამცირებას, ღირსების ან პატივის შელახვას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს. თუმცა როგორც ადვოკატი მზია დიასამიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, პროკურატურა სამართალდამცავების წინააღმდეგ საქმის გამოძიებას აჭიანურებს. რაც შეეხება მარიამის ქმარს, მას სასამართლომ მორალური ზიანის ანაზღაურება, 3000 ლარის გადახდა დააკისრა.
„ამ ეტაპზე პროკურატურა აცხადებს, რომ პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული არ იკვეთება, მაგრამ საქმე არც შეწყვეტილია და არც ადგილიდან იძვრის“, - ამბობს მზია დიასამიძე.
მარიამის ისტორია იმით არის გამორჩეული, რომ ის ქორწილის ღამეს დედამთილმა და ქმარმა მხოლოდ იმიტომ წაიყვანა პოლიციაში, რომ მის ქალწულობაში ეჭვი შეეპარათ. თუმცა, როგორც ირკვევა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს წელიწადში 200-მდე დასკვნის გაცემა უწევს, რომლითაც ექსპერტები ან ადასტურებენ საქალწულო აპკის ურღვეობას, ან უარყოფენ. ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის პროტესტიც სწორედ ამან გამოიწვია. რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტში, ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენელი ეკა ჩავლეიშვილი დეტალურად აღწერს იმ პროცედურებს, რითაც ქალწულობის დადგენა არის შესაძლებელი და იმასაც ამბობს, რომ ამ თხოვნით მას რიგითი მოქალაქეებიც მიმართავენ.
„ყოფილა შემთხვევები, რომ ქმარი მოჰყოლია გოგონას, დედა, დედამთილი. და ხშირ შემთხვევაში, ძალიან გახარებულები მიდიან ხოლმე, თუკი სასურველ შედეგს იღებენ“, - ამბობს ეკა ჩავლეიშვილი.
ფემინისტების მიერ ორგანიზებული აქცია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან სახელწოდებით „ვხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს“, სწორედ ტელეკომპანია „იმედით“ გასულ სიუჟეტს მოჰყვა. თუმცა 30 ივლისს გამართულ აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, ექსპერტიზის ბიურომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ისინი არანაირ „ქალიშვილობის დამადასტურებელ სერტიფიკატს“ არ გასცემენ. განცხადებაში ვკითხულობთ: სტატისტიკა, რომელიც მოყვანილია მედიასაშუალებებში, მოიცავს ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ საგამოძიებო სამსახურების მიერ დანიშნულ ექსპერტიზებს. მსგავსი სახის ექსპერტიზას ბიურო სასამართლო და საგამოძიებო ორგანოების ინტერესებისთვის ახორციელებს, რათა დადგენილ იქნეს სქესობრივი აქტის დროს ძალადობის ნიშნები. ეს არის სრულად სასამართლო-სამედიცინო ტიპის გამოკვლევა და დასკვნა არ შეიცავს ჩანაწერს „ქალიშვილობის“ შესახებ.
მართლაც, რა თქმა უნდა, ექსპერტიზის ბიუროს ოფიციალურ ვებსაიტზე არსად არის მითითებული, რომ ბიურო „ქალიშვილობის დამადასტურებელ ცნობას“ გასცემს, თუმცა, მომსახურების ჩამონათვალში ნათლად არის მითითებული, რომ ბიუროს მომსახურებებს შორისაა „სქესობრივი სიმწიფის ან საეჭვო სქესობრივი მდგომარეობის დადგენა“, რომლის საფასური 175 ლარს შეადგენს. ყოველ დამატებით მოწვეულ ექსპერტზე კი გამოკვლევის დამკვეთი 85 ლარს ამატებს.
„მე არ ვარ აპკი“, „აპკი არ არის ხარისხის ნიშანი“, „ჩემი ქალიშვილობა შენი საქმე არ არის“, „შეუწყდეს აკრედიტაცია „ქალიშვილობის ინსტიტუტს“, „არა ქალიშვილობის ინსტიტუტს და არა ქალიშვილობას“, - ეს იმ პლაკატების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც 30 ივლისს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან შეკრებილმა ფემინისტებმა გამოფინეს და არჩევანის თავისუფლება სასტვენებით გამოხატეს. „ქალიშვილობის ინსტიტუტი“ კულტურის მავნე ტრადიციაა და „ქალწულობა“ არ უნდა რჩებოდეს ადამიანის ღირსების განმსაზღვრელ ინდიკატორად, რადგან ის პირდაპირ ესხმის თავს ქალის ფუნდამენტურ უფლებას - იყოს თავისუფალი საკუთარ არჩევანში, ასე ფიქრობს ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი ბაია პატარაია. ამასთანავე ის გარკვევით ამბობს იმასაც, რომ არავინ ებრძვის თავად ქალიშვილობას, თუკი ეს თავად ქალის არჩევანია და არა გარშემომყოფთა და ტრადიციის მოთხოვნა.
„ქალი არ არის ნივთი, რომელიც შეიძლება ექსპერტიზაზე „მიიტანო“ და იქ შეამოწმო მისი ვარგისიანობა. აპკი არ არის ისეთი რამ, რაც განსაზღვრავს ადამიანის პატიოსნებას და ღირსებას. ეს არის მახინჯი გამოხატულება საზოგადოებაში დამკვიდრებული ე.წ. ქალიშვილობის ინსტიტუტისა“, - ამბობს ბაია პატარაია.
აქციას სახელწოდებით „ვხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს“ 30 ივლისს შეუერთდა ფილოსოფოსი თათა ცოფურაშვილიც. ახალი არ არის, რომ ქართულ საზოგადოებაში ისევე, როგორც ყველა სხვა პატრიარქარულ საზოგადოებაში არსებობს დაკვეთა, რომ ქალი გათხოვებამდე ქალიშვილი უნდა იყოს, ამბობს თათა, თუმცა განსაკუთრებულ პრობლემას ის იმაში ხედავს, რომ საქართველომ 1994 წლიდან, სიდოუს კონვენციაზე ხელმოწერით, რომელიც ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრას გულისხმობს, აიღო ვალდებულება, რომ გაეტარებინა ისეთი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობდა დისკრიმინაციული პრაქტიკების შემცირებას საზოგადოებაში. თათა ცოფურაშვილის თქმით კი, ამ შემთხვევაში საპირისპირო ქმედებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურა თავად ხდება დისკრიმინაციული ქმედების წამახალისებელი. დისკრიმინაციული ტრადიციები უნდა გაქრეს, ამბობს თათა ცოფურაშვილი.
„არსებობდა ის ტრადიციაც, რომ ქალი სადედამთილოს და მის მეგობრებს აბანოში მიჰყავდათ, იქ შიშველს ატარებდნენ და კოჭებს უმოწმებდნენ. მაგრამ ეს ტრადიცია აღარ არსებობს სწორედ იმის გამო, რომ ადრე თუ გვიან, მიხვდა ქართული საზოგადოება, რომ ეს იყო მახინჯი ტრადიცია. ამაზე საუბარი უნდა დავიწყოთ, რათა შემდგომი თაობები მაინც არ იყვნენ ამ ქვეყანაში ტრავმირებულები, არც ქალები და არც კაცები, და მათ ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება“, - ამბობს თათა ცოფურაშვილი.
ჩამორჩენილობის ნიშნად მიაჩნია ქალიშვილობის დამადასტურებელი ცნობების გაცემა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანსაც.
რადიო თავისუფლებამ რამდენიმე ათეულ მოქალაქეს მიმართა კითხვით, რას ფიქრობენ ისინი ქალიშვილობის ინსტიტუტის რღვევასა და ქორწინებამდე ქალის სექსუალურ ცხოვრებაზე. უნდა ითქვას, რომ გამოკითხულთა მაქსიმალური უმრავლესობა, ქალებისთვის ქორწინებამდე სექსს დაუშვებლად მიიჩნევს:
- როცა გოგო ქალიშვილობას ქორწინებამდე კარგავს, ის წესიერებასაც კარგავს...
- როგორც „გაუსწორდება“, ისე უნდა მოიქცეს...
- ჩემს კაცს ვერ ნახავ ვერსად, ისეთი ქალი ვარ და ეს დროება ახლა ისე შეიცვალა...
- მე არ მოვიყვანდი არაქალიშვილს ცოლად...
- საკუთარი არჩევანია, ვისაც როგორ უნდა, ისე უნდა მოიქცეს...
- ყველას თავის ცხოვრება აქვს, მაშინ ჩოხაში ვიაროთ და თქვენ, ქალებმა გაიკეთეთ ჩიხტიკოპი...
- საზოგადოება და მთელი ქვეყანა არ უნდა ერეოდეს ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაში. ზოგიერთო გოგო შეიძლება არ იყოს ქალიშვილი. მაგალითად, თუ გოგო მდიდარია, მის არაქალიშვილობაზე შეიძლება დავხუჭო თვალი, მაგრამ თუ გოგოს ფული არ აქვს, მას პატიოსნება ხომ მაინც უნდა ჰქონდეს?..
- გააჩნია რამდენი წლის უნდა გათხოვდეს...
- აბა, არ უნდა იყოს ქალიშვილი? აბა, გათახსირებული უნდა იყოს? მაშინ მიასხი ბენზინი და დაწვი...
შემოსეულები მყავდნენ ეს პოლიციელები, ერთი და იმავეს დამძახოდნენ, მლანძღავდნენ, რაღაც ხელწერილის დაწერას მაიძულებდნენ. ისიც კი არ ვიცოდი იმ ხელწერილში მე რა უნდა დამეწერა. ან რატომ უნდა დამეწერა, როცა არაფერი დამიშავებია...მარიამი
16 წლის მარიამი ქორწილის ღამეს ქობულეთის პოლიციაში დედამთილისა და ქმრის გადაწყვეტილებით აღმოჩნდა. მარიამის თქმით, მას შემდეგ, რაც დედამთილმა და ქმარმა ზეწარზე სისხლი ვერ აღმოაჩინეს, დაასკვნეს, რომ გოგონა ქალიშვილი არ იყო და სიმართლის დასადგენად პოლიციაში წაიყვანეს, სადაც მას სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში აიძულებდნენ დაეწერა ხელწერილი და გაემჟღავნებინა იმ პირის ვინაობა, ვისთანაც ქალწულობა დაკარგა. მოგვიანებით, სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მარიამი ქალწული იყო. ახლა ის 17 წლისაა, იმ დღის შემდეგ ქმარი აღარ უნახავს. ფსიქოლოგები და ფსიქიატრები თვეების განმავლობაში ცდილობდნენ, რომ მისთვის ქორწილის ღამეს მიყენებული ტრავმა დაევიწყებინათ, მაგრამ როგორც მარიამი მეუბნება, იმ ღამემ მას მთელი ცხოვრება დაუნგრია. მარიამი გაბედული გოგო აღმოჩნდა. მან სასამართლოში შეიტანა სარჩელი იმ სამართალდამცავების წინააღმდეგ, რომლებიც მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მისგან ე.წ. აღიარებითი ჩვენების მიღებას მოითხოვდნენ, თუ ვისთან დაკარგა ქალწულობა გათხოვებამდე. ამ ამბის შემდეგ ზუსტად ერთი წელი გავიდა, მაგრამ სასამართლოს საქმეზე გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია.
„მარტოდმარტო, ბედის ანაბარა მიმაგდეს პოლიციელებში. შემოსეულები მყავდნენ ეს პოლიციელები, ერთი და იმავეს დამძახოდნენ, მლანძღავდნენ, რაღაც ხელწერილის დაწერას მაიძულებდნენ. ისიც კი არ ვიცოდი იმ ხელწერილში მე რა უნდა დამეწერა. ან რატომ უნდა დამეწერა, როცა არაფერი დამიშავებია. ყველა გოგოს ვურჩევ, რომ არასდროს გაჰყვნენ ცოლად ისეთ ბიჭს, რომელსაც ის არ უყვარს. როდესაც გიყვარს, მას ასეთი სიმწრისთვის და ტანჯვისთვის არ გაიმეტებ. მე მინდა, ჩემი სიმართლე დავამტკიცო. მე არაფერი დამიშავებია. პოლიციელებს ვუჩივი, იმიტომ რომ არაფრის გამო გამამწარეს; ასე რომ მლანძღავდნენ, ასე რომ მაშინებდნენ და მემუქრებოდნენ“, - ამბობს მარიამი.
უდანაშაულოდ გაანადგურეს ბავშვი, და ეს იმიტომ, რომ სისხლი არ დაიღვარა. ერთი წელია, გზა-შარაში ვარ, სამართალს ვერ მივაღწიე. პოლიციამ ისეთი დანაშაული ჩაიდინა, 16 წლის ბავშვს ემუქრებოდნენ ნეკნებს ჩაგიმტვრევთ, თუ მართალს არ იტყვიო...მარიამის დედა
„მე მაშინ პოლიციამ გამაჩუმა. ჩემს შვილს ვეკითხებოდი, რა დაწერე მეთქი და პოლიციელმა დამიყვირა, ქალბატონო, ხელს ნუ გვიშლიო. მაშინ შემეშინდა. კანონები მე არ ვიცოდი და არაფერი, 8 კლასის განათლება მაქვს მიღებული, უბრალოდ, გლეხი ქალი ვარ. პოლიციელმა რომ მიყვირა, გავჩუმდი, შემეშინდა, ვიფიქრე, რამეს ვაშავებ-მეთქი. ახლა კანონებშიც გავერკვიე. უდანაშაულოდ გაანადგურეს ბავშვი, და ეს იმიტომ, რომ სისხლი არ დაიღვარა. ერთი წელია, გზა-შარაში ვარ, სამართალს ვერ მივაღწიე. პოლიციამ ისეთი დანაშაული ჩაიდინა, 16 წლის ბავშვს ემუქრებოდნენ ნეკნებს ჩაგიმტვრევთ, თუ მართალს არ იტყვიო.“
მარიამმა ქალწულობის დამადასტურებელი პროცედურა ორჯერ გაიარა. ერთხელ დედის სურვილით, მეორედ კი პოლიციის მოთხოვნით. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ ორივე დასკვნაში მიუთითა, რომ მარიამის საქალწულე აპკი არ იყო დარღვეული.
მარიამის ადვოკატის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის 144-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს პირის დამცირებას, ღირსების ან პატივის შელახვას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს. თუმცა როგორც ადვოკატი მზია დიასამიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, პროკურატურა სამართალდამცავების წინააღმდეგ საქმის გამოძიებას აჭიანურებს. რაც შეეხება მარიამის ქმარს, მას სასამართლომ მორალური ზიანის ანაზღაურება, 3000 ლარის გადახდა დააკისრა.
ყოფილა შემთხვევები, რომ ქმარი მოჰყოლია გოგონას, დედა, დედამთილი. და ხშირ შემთხვევაში, ძალიან გახარებულები მიდიან ხოლმე, თუკი სასურველ შედეგს იღებენ...ეკა ჩავლეიშვილი
მარიამის ისტორია იმით არის გამორჩეული, რომ ის ქორწილის ღამეს დედამთილმა და ქმარმა მხოლოდ იმიტომ წაიყვანა პოლიციაში, რომ მის ქალწულობაში ეჭვი შეეპარათ. თუმცა, როგორც ირკვევა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს წელიწადში 200-მდე დასკვნის გაცემა უწევს, რომლითაც ექსპერტები ან ადასტურებენ საქალწულო აპკის ურღვეობას, ან უარყოფენ. ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის პროტესტიც სწორედ ამან გამოიწვია. რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტში, ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენელი ეკა ჩავლეიშვილი დეტალურად აღწერს იმ პროცედურებს, რითაც ქალწულობის დადგენა არის შესაძლებელი და იმასაც ამბობს, რომ ამ თხოვნით მას რიგითი მოქალაქეებიც მიმართავენ.
„ყოფილა შემთხვევები, რომ ქმარი მოჰყოლია გოგონას, დედა, დედამთილი. და ხშირ შემთხვევაში, ძალიან გახარებულები მიდიან ხოლმე, თუკი სასურველ შედეგს იღებენ“, - ამბობს ეკა ჩავლეიშვილი.
ფემინისტების მიერ ორგანიზებული აქცია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან სახელწოდებით „ვხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს“, სწორედ ტელეკომპანია „იმედით“ გასულ სიუჟეტს მოჰყვა. თუმცა 30 ივლისს გამართულ აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, ექსპერტიზის ბიურომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ისინი არანაირ „ქალიშვილობის დამადასტურებელ სერტიფიკატს“ არ გასცემენ. განცხადებაში ვკითხულობთ: სტატისტიკა, რომელიც მოყვანილია მედიასაშუალებებში, მოიცავს ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ საგამოძიებო სამსახურების მიერ დანიშნულ ექსპერტიზებს. მსგავსი სახის ექსპერტიზას ბიურო სასამართლო და საგამოძიებო ორგანოების ინტერესებისთვის ახორციელებს, რათა დადგენილ იქნეს სქესობრივი აქტის დროს ძალადობის ნიშნები. ეს არის სრულად სასამართლო-სამედიცინო ტიპის გამოკვლევა და დასკვნა არ შეიცავს ჩანაწერს „ქალიშვილობის“ შესახებ.
მართლაც, რა თქმა უნდა, ექსპერტიზის ბიუროს ოფიციალურ ვებსაიტზე არსად არის მითითებული, რომ ბიურო „ქალიშვილობის დამადასტურებელ ცნობას“ გასცემს, თუმცა, მომსახურების ჩამონათვალში ნათლად არის მითითებული, რომ ბიუროს მომსახურებებს შორისაა „სქესობრივი სიმწიფის ან საეჭვო სქესობრივი მდგომარეობის დადგენა“, რომლის საფასური 175 ლარს შეადგენს. ყოველ დამატებით მოწვეულ ექსპერტზე კი გამოკვლევის დამკვეთი 85 ლარს ამატებს.
„მე არ ვარ აპკი“, „აპკი არ არის ხარისხის ნიშანი“, „ჩემი ქალიშვილობა შენი საქმე არ არის“, „შეუწყდეს აკრედიტაცია „ქალიშვილობის ინსტიტუტს“, „არა ქალიშვილობის ინსტიტუტს და არა ქალიშვილობას“, - ეს იმ პლაკატების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც 30 ივლისს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან შეკრებილმა ფემინისტებმა გამოფინეს და არჩევანის თავისუფლება სასტვენებით გამოხატეს. „ქალიშვილობის ინსტიტუტი“ კულტურის მავნე ტრადიციაა და „ქალწულობა“ არ უნდა რჩებოდეს ადამიანის ღირსების განმსაზღვრელ ინდიკატორად, რადგან ის პირდაპირ ესხმის თავს ქალის ფუნდამენტურ უფლებას - იყოს თავისუფალი საკუთარ არჩევანში, ასე ფიქრობს ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი ბაია პატარაია. ამასთანავე ის გარკვევით ამბობს იმასაც, რომ არავინ ებრძვის თავად ქალიშვილობას, თუკი ეს თავად ქალის არჩევანია და არა გარშემომყოფთა და ტრადიციის მოთხოვნა.
„ქალი არ არის ნივთი, რომელიც შეიძლება ექსპერტიზაზე „მიიტანო“ და იქ შეამოწმო მისი ვარგისიანობა. აპკი არ არის ისეთი რამ, რაც განსაზღვრავს ადამიანის პატიოსნებას და ღირსებას. ეს არის მახინჯი გამოხატულება საზოგადოებაში დამკვიდრებული ე.წ. ქალიშვილობის ინსტიტუტისა“, - ამბობს ბაია პატარაია.
ზოგიერთო გოგო შეიძლება არ იყოს ქალიშვილი. მაგალითად, თუ გოგო მდიდარია, მის არაქალიშვილობაზე შეიძლება დავხუჭო თვალი, მაგრამ თუ გოგოს ფული არ აქვს, მას პატიოსნება ხომ მაინც უნდა ჰქონდეს?..ერთ-ერთი მოქალაქე