„სახელმწიფო დაწესებულების ვებგვერდზე შეტევა და მისი გათიშვა დანაშაულია. დანაშაულით ტკბობა და მისი სიხარულით და სიამაყით გაზიარება კი მინიმუმ სრული ამორალურობა“, - დაწერა მინისტრმა.
2 მაისს ჯგუფმა საქართველოს მთავრობისა და ტელეკომპანია „პოსტივის“ საიტები გათიშა, 3 მაისს - შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტი, ბოლოს კი - იუსტიციის სამინისტროს ვებსაიტი.
ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous-მა 1 მაისს გამოუცხადა მხარდაჭერა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს.
ჰაკერული ჯგუფი საქართველოს მთავრობას დაემუქრა, რომ აქციის მონაწილეებზე თავდასხმას მოჰყვება ინფორმაციის გასაჯაროება მთავრობის ყველა თანამდებობის პირის შესახებ.
კერძოდ, Anonymous-ი აცხადებს, რომ მოიპოვებს და ინტერნეტით გაავრცელებს მონაცემთა და ელექტრონული ფოსტის ბაზებს.
ფორუმი