Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Anonymous-ის ჰაკერული შეტევის შემდეგ მინისტრი ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს საიტი აღდგა


იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ სამინისტროს ვებსაიტის მუშაობა აღდგენილია.
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ სამინისტროს ვებსაიტის მუშაობა აღდგენილია.

ჰაკერული ჯგუფი „ანონიმუსის“ განცხადების შემდეგ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საიტზე ჰაკერული თავდასხმა განახორციელეს, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ ვებსაიტის მუშაობა აღდგენილია.

„სახელმწიფო დაწესებულების ვებგვერდზე შეტევა და მისი გათიშვა დანაშაულია. დანაშაულით ტკბობა და მისი სიხარულით და სიამაყით გაზიარება კი მინიმუმ სრული ამორალურობა“, - დაწერა მინისტრმა.

2 მაისს ჯგუფმა საქართველოს მთავრობისა და ტელეკომპანია „პოსტივის“ საიტები გათიშა, 3 მაისს - შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტი, ბოლოს კი - იუსტიციის სამინისტროს ვებსაიტი.

ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous-მა 1 მაისს გამოუცხადა მხარდაჭერა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს.

ჰაკერული ჯგუფი საქართველოს მთავრობას დაემუქრა, რომ აქციის მონაწილეებზე თავდასხმას მოჰყვება ინფორმაციის გასაჯაროება მთავრობის ყველა თანამდებობის პირის შესახებ.

კერძოდ, Anonymous-ი აცხადებს, რომ მოიპოვებს და ინტერნეტით გაავრცელებს მონაცემთა და ელექტრონული ფოსტის ბაზებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG