აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად თბილისში კიდევ ერთი აქცია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები. ამ თემაზე განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა.