Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთი მზად არის კოსოვოს გაყოფის საკითხზე მოლაპარაკებისთვის


სერბეთი აცხადებს, რომ მზად არის მოილაპარაკოს კოსოვოსთან, რომლის დამოუკიდებლობასაც ბელგრადი, როგორც აცხადებს, არ აღიარებს. სერბეთის მთავარი მომლაპარაკაბელი ბორკო სტეფანოვიჩი ყოველდღიურ გაზეთ „ბლიცისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ „მოლაპარაკებაში მონაწილე დიპლომატები არ უპირისპირდებიან მოლაპარაკების გამართვას კოსოვოს გაყოფის საკითხზე.“ ბელგრადი ადრეც მიანიშნებდა, რომ შესაძლოა დაუჭიროს მხარი კოსოვოს გაყოფას, თუკი სერბი უმრავლესობით დასახლებული ჩრდილოეთი ნაწილი, სერბერთს გადაეცემა. კოსოვოს მთავრობა გამოუდმებით იმეორებს, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამგვარ გაყოფას და მიიჩნევს, რომ კოსოვოს მის ამჟამინდელ ფარგლებში დარჩება.
XS
SM
MD
LG