Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი ლიბიელ მეამბოხეებს ინსტრუქტორებს დაახმარს


ბრიტანეთი სამხედრო ოფიცრებს გზავნის ლიბიაში, რათა მუამარ კადაფის სამხედრო ძალების წინააღმდეგ მოქმედების ორგანიზებაში დაეხმაროს მეამბოხეებს. დღეს გავრცელებულ განცხადებაში. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა აღნიშნა, რომ ინსტრუქტორთა ჯგუფი არც მეამბოხეთა წვრთნისა და აღჭურვის პროცესში და არც სამხედრო ოპერაციების გეგმის მომზადებაში არ მიიღებს მონაწილეობას. ჰეიგის თქმით, ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორები მეამბოხეებს „არალეტალურ დახმარებას“ აღმოუჩენენ, რათა სატელეკომუნიკაციო საშუალებებითა და სხეულის დამცავი ჯავშანჟილეტებით უკეთ მოახერხონ სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა. ჰეიგის თქმით, ოპერაცია თანხვედრაშია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ლიბიის შესახებ მიღებული რეზოლუციასთან, რომელმაც დასაშვები გახადა საერთაშორისო საავიაციო იერიშები მოსახლოების დასაცავად.
XS
SM
MD
LG