10 ხმით 6-ის წინააღმდეგ ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საქართველოს სარჩელი არსებით განხილვას აღარ ექვემდებარება. სამაგიეროდ, სასამართლომ უარყო რუსეთის მტკიცება, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, ის არ წარმოადგენდა მხარეს 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტში. რას აპირებს საქართველო ჰააგაში დაბლოკილი სარჩელის ფონზე და რა სამართლებრივი გზები რჩება მას რუსეთის წინააღმდეგ?
1 აპრილს გამართულ საჯარო სხომაზე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში კითხულობდა თავად სასამართლოს თავმჯდომარე ჰისაში ოვადა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილი სარჩელის არსებითი განხილვა სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის, რადგანაც სარჩელის სასამართლოში შეტანამდე საქართველოს არ ჰქონდა ამოწურული რუსეთთან სადავო საკითხების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის რესურსი.
მართალია, თავად ჰისაში ოვადა ამგვარი გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა, მაგრამ ხმათა უმრავლესობით ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ გაიზიარა რუსეთის შუამდგომლობა და გადაწყვიტა, რომ საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი შემდგომ განხილვას აღარ დაექვემდებარება. საუბარია სარჩელზე, რომელშიც საქართველო რუსეთს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1965 წლის საერთაშორისო კონვენციით (CERD) აღებული ვალდებულებების დარღვევაში ადანაშაულებს. აქცენტი კეთდება პერიოდზე 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე.
მიუხედავად იმისა, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დააკმაყოფილა რუსეთის შუამდგომლობა და შეაჩერა საქართველოს სარჩელის განხილვა, საქართველოს მხარე აშკარა გამარჯვებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სასამართლომ რუსეთი კონფლიქტის მეორე მხარედ წარმოაჩინა. ანუ ჰააგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა რუსეთის კიდევ ერთი შუამდგომლობა იმის თაობაზე, თითქოს რუსეთსა და საქართველოს შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. ეს გადაწყვეტილებაც 1 აპრილს გამართულ საჯარო სხდომაზე გამოაცხადა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარემ ჰისაში ოვადამ:
”სასამართლოს დასკვნით, 2008 წლის 10 აგვისტოს რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლების გამოსვლებმა უშიშროების საბჭოში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ 9 და 11 აგვისტოს ჩამოყალიბებულმა ბრალდებებმა და ამაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 12 აგვისტოს პასუხმა გვაჩვენა, რომ საქართველოს მიერ სარჩელის შემოტანის დღემდე არსებობდა პოლემიკა რუსეთსა და საქართველოს შორის, რაზეც მიუთითებს ამ საქმეში საქართველოს მხარე. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის პირველი წინასწარი პროტესტი უარყოფილია.”
კონკრეტულად ამ ფაქტის კომენტირებას თავს არიდებს მოსკოვი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 1 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში აქცენტი გაკეთებულია მხოლოდ საქართველოს სარჩელის უარყოფაზე და ამასთან დაკავშირებულ კმაყოფილებაზე. თუმცა, როგორც ქართული მხარე აღნიშნავს, ჯერ არაფერი დამთავრებულა და უკან დახევას ის არავითარ შემთხვევაში არ აპირებს.
”ჩვენ ვიცოდით, რომ ეს არ იყო იოლი ბრძოლა, რადგანაც რუსეთი ყველაფერს აკეთებს პასუხისმგებლობების თავიდან ასაშორებლად, მაგრამ ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსეთმა მაინც აგოს პასუხი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო”, - გვითხრა სატელეფონო საუბარში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა.
”სასამართლომ დატოვა შესაძლებლობა, რომ თუკი საქართველო შეეცდება ამ პრობლემის მოლაპარაკების გზით მოგვარებას; თუ კიდევ ერთი მცდელობა იქნება მოლაპარაკებისა, ჩვენ იურიდიული და ტექნიკური შესაძლებლობა გვაქვს, რომ დავბრუნდეთ სასამართლოში”, - ამბობს თინა ბურჯალიანი.
თუ რა ფორმით შეიძლება გამოიხატოს რუსეთთან მოლაპარაკების მცდელობა და რა სახის სარჩელით დაბრუნდება საქართველოს მხარე ჰააგის სასამართლოში, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია. ბურჯალიანი თვლის, რომ სამომავლო გეგმების დასახვამდე სასამართლოს 100-გვერდიანი გადაწყვეტილების გულდასმით შესწავლაა საჭირო.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 1 აპრილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკვე დაიწყო მსჯელობა საერთაშორისო სამართლის ექსპერტთა წრეებში და, როგორც ჩანს, ეს პროცესი კიდევ ძალიან დიდხანს გაგრძელდება. მაგალითად, როგორც ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის, ”რედრესის” (REDRESS) იურისტმა სერგეი გალუბოკმა უთხრა რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზას“, სასამართლომ შესაძლოა შეგნებულად აარიდა თავი მწვავე პოლიტიკურ დავაში ჩარევას:
”მან (სასამართლომ) უარი თქვა ცხარე პოლიტიკური საკითხის სამართლებრივ განხილვაზე. ეს ტენდენცია, რომელსაც შესაძლოა სხვადასხვაგვარად მიუდგე, სასამართლოს, ალბათ, ახასიათებს. ეს უკავშირდება ბევრ ფაქტორს და იმას, რომ მოსამართლეთა უმრავლესობა ყოფილი დიპლომატია და აქტივისტობას ან რაიმე მსგავსს არ ცდილობენ. თუმცა მე დღევანდელი სასამართლოსადმი დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი და თუ ათწლეულების გადასახედიდან ვიმსჯელებთ, შესაძლოა გაირკვეს, რომ ეს ყველაზე სწორი მიდგომაა. ის (სასამართლო) ამჟამად ცდილობს გამოიყენოს შესაძლებლობა და არ ჩაერიოს პოლიტიკურ ორომტრიალში.”
დაახლოებით იმავე შინაარსის კომენტარი გააკეთა 1 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გაეროში გამართულ პრესკონფერენციაზე. მან არა როგორც მინისტრის, არამედ როგორც იურისტის პოზიციიდან თქვა, რომ სასამართლო შეეცადა გამოეძებნა რაიმე სახის მიზეზი, რათა სარჩელი არ განეხილა. ”ეს გადაწყვეტილება შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვცხოვრობთ ისეთ მსოფლიოში, როგორშიც ვცხოვრობთ”, - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.