მოლდავეთის სეპარატისტულმა რეგიონმა, დნესტრისპირეთმა გამოაცხადა, რომ ის არასოდეს გახდება მოლდავეთის ნაწილი. რეგიონი ოცი წლის წინ გამოეყო მოლდავეთს შიშით, რომ მოლდავეთი შეიძლებოდა რუმინეთს შეერთებოდა. რეგიონის ოფიციალური პირების თქმით, დნესტრისპირეთი სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ამ საერთაშორისოდ არაღიარებულ რეგიონს მხარდაჭერას უწევს რუსეთი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ დნესტრისპირეთმა უნდა მიიღოს განსაკუთრებული სტატუსი "ნეიტრალურ მოლდავეთში", რაც იმას გულისხმობს, რომ ეს ქვეყანა არ შეეცდება ნატოს წევრობას.
ყველაზე პოპულარული
1