„ჩვენ ახლა ვემზადებით საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთად ოქტომბერში“, - განაცხად გიორგი გახარიამ 15 აპრილს ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.
კითხვაზე, „თუ არ დაინიშნება“, რას აპირებს, უპასუხა: „აი, რომ არ დაინიშნება, მერე გადავწყვეტთ, მივიღებთ თუ არა მონაწილეობას“.
-„კატეგორიულად უარს არ ამბობთ“? - ჰკითხა ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ.
-„რა თქმა უნდა, არ ვამბობთ, - უპასუხა გახარიამ, - გიმეორებთ და გიდასტურებთ, კატეგორიულად უარს არ ვამბობთ და ვერავინ ვერ მათქმევინებს. ეს ჩემი და ჩვენი ამომრჩევლების გადასაწყვეტია და ვერანაირი წნეხი [ვერ გადაგვარწმუნებს]“.
მან კიდევ ერთხელ დააზუსტა: „ჩვენ შეიძლება მივიღოთ [მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში], შეიძლება არ მივიღოთ. მე არ ვარ მზად ამ გადაწყვეტილებისთვის“.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა შემთხვევაში არ მიიღებს პარტია მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, გახარიამ უპასუხა: „ეს კითხვა არის ინტერესი ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისა... იმდენად უსუსურები არიან, რომ თავიანთი გადაწყვეტილება თავიანთ თავზე ვერ აუღიათ და გვიყურებენ ჩვენ“.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
პროდასავლური პარტიების უმეტესობა აცხადებს, რომ დაუშვებლად მიაჩნია ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
ფორუმი