Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ევროკავშირის წარმომადგენლები რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას მოითხოვენ

ევროკავშირის წარმომადგენლები რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას მოითხოვენ


რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე სარაკეტო შეტევა 13 აპრილს მიიტანეს.
რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე სარაკეტო შეტევა 13 აპრილს მიიტანეს.

ევროკავშირის წარმომადგენლები მოითხოვენ რუსეთზე მაქსიმალურ ზეწოლას, რათა მან უკრაინის წინააღმდეგ ომი შეწყვიტოს.

დღეს, 14 აპრილს ლუქსემბურგში მიმდინარეობს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა, რომლის უმთავრესი საკითხია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია.

სხდომის დაწყებამდე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიასტუტის ბუდრისმა „პუტინის ბარბაროსული ომის დანაშაული“ უწოდა უკრაინის ქალაქ სუმიზე თავდასხმას. მან ევროკავშირს მოუწოდა, რუსეთს სანქციების ახალი, მე-17 პაკეტით უპასუხონ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ახალი სანქციები უნდა შეეხოს რუსეთის თხევად ბუნებრივ გაზს, სახელმწიფო კორპორაცია „როსატომს“ და „ჩრდილოვან ფლოტს“. კიასტუტის ბუდრისის თქმით, აგრესიის შესაჩერებლად პუტინზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ლუქსემბურგში ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლაა საჭირო, რათა მან ომი შეწყვიტოს.

13 აპრილს რუსეთის ჯარებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა 34 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.

დაიჭრა 100-ზე მეტი ადამიანი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG