დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 აპრილიდან განაახლა სანქცირებული პირების სია. სიას 13 ჩანაწერი დაემატა. საუბარია ამ პირებისა და მათ საკუთრებაში ან მათ კონტროლქვეშ არსებული კომპანიების აქტივების დაყადაღებაზე. ყადაღა შეეხება მათ ანგარიშებს, სხვა საშუალებებსა და ეკონომიკურ რესურსებს.
დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, ვინაიდან მასთან დაკავშირებით არსებობს გონივრული ეჭვი, რომ გარეული იყო კორუფციულ გარიგებებში.
დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციები შეეხო ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს. სანქციების დაწესების საფუძვლად მითითებულია, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ მურუსიძე ჩართული იყო და არის კორუფციულ გარიგებებში.
ვაშინგტონმა სავიზო სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებს, მათ შორის მიხეილ ჩინჩალაძესა და ლევან მურუსიძეს, ჯერ კიდევ 2023 წლის აპრილში დაუწესა, „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო“.
მაშინ ლევან მურუსიძემ თქვა, რომ ეს არის მისი "პირადი პრობლემა და ამას თავს გავართმევ".
ფორუმი