Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
უკრაინა 74 დრონით შეტევას იუწყება, რუსეთი - 93-ით

უკრაინა 74 დრონით შეტევას იუწყება, რუსეთი - 93-ით


საილუსტრაციო ფოტო. რუსული დრონით დარტყმის ადგილი ხარკოვში
საილუსტრაციო ფოტო. რუსული დრონით დარტყმის ადგილი ხარკოვში

უკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევა იყო. უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის შესახებ იუწყება რუსეთიც.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 2 აპრილს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, გასული საღამოდან დღეს დილამდე რუსეთმა გამოიყენა სხვადასხვა ტიპის 74 დრონი.

სარდლობის თანახმად, საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 41 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს უკრაინის ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში, ხოლო 20 „უპილოტო-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.

ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, დრონებით შეტევის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა ზაპოროჟიეს ოლქსა და ქალაქ ხარკოვში.

უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ იუწყება რუსეთიც. თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 2 აპრილს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს” 93 უპილოტო საფრენი აპარატი. მათ შორის 87 - კურსკის ოლქში, 4 - როსტოვის ოლქში და 2 - ბელგოროდში.

როსტოვის ოლქის გუბერნატორ იური სლიუსარის ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ ტაგანროგში დაზიანდა ორი მრავალბინიანი სახლი და ორი ადამიანი დაშავდა.




ფორუმი

XS
SM
MD
LG