Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მსხვერპლი და ხანძრები მოჰყვა უკრაინაზე დრონებით მორიგ შეტევას

მსხვერპლი და ხანძრები მოჰყვა უკრაინაზე დრონებით მორიგ შეტევას


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი მეხანძრე აქრობს რუსული დრონებით შეტევის შედეგად გაჩენილ ხანძარს ხარკოვში.
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი მეხანძრე აქრობს რუსული დრონებით შეტევის შედეგად გაჩენილ ხანძარს ხარკოვში.

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით.

ზაპოროჟიეს ოლქში დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული დრონით დარტყმა იყო ერთ-ერთ სახლთან გაჩერებულ ავტომობილებზე.

2 აპრილს, შუაღამის შემდეგ, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია ხარკოვსაც. საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის 9 თვის ბავშვი.

პროკურატურის ცნობით, ხარკოვში დაახლოებით 15 დარტყმა იყო, ძირითადად სამრეწველო ზონაზე, სადაც ხანძარი გაუჩნდა საწარმოთა შენობებს და საწყობებს. დაზიანებულია 20-მდე კერძო სახლიც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG