Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
სამწუხაროდ, შედეგიანი არ არის ტრამპის ბრძოლა „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ - „ოცნების“ დეპუტატი „მეგობარი აქტის“ მიღებაზე

სამწუხაროდ, შედეგიანი არ არის ტრამპის ბრძოლა „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ - „ოცნების“ დეპუტატი „მეგობარი აქტის“ მიღებაზე


„თუ საქართველოში გარედან ჩარევა კვლავ გაგრძელდა, მაშინ არავის ექნება შესაძლებლობა, თქვას, რომ „დიპ სტეიტი“ არის დამარცხებული“, - არჩილ გორდულაძე
„თუ საქართველოში გარედან ჩარევა კვლავ გაგრძელდა, მაშინ არავის ექნება შესაძლებლობა, თქვას, რომ „დიპ სტეიტი“ არის დამარცხებული“, - არჩილ გორდულაძე

„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღების შემდეგ აცხადებს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპის „ბრძოლა „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ შედეგიანი ვერ არის“.

არჩილ გორდულაძემ 28 მარტს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას „მეგობარი აქტს“ უწოდა „მტრული აქტი საქართველოს წინააღმდეგ“ და თითქოს მისი ინიციატორია „ისევ და ისევ ის „დიპ სტეიტი“, რომელსაც აქვს ძალიან ღრმად გადგმული ფესვები“.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ბატონი ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს ბრძოლას „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ ეს ბრძოლა ჯერჯერობით შედეგიანი ვერ არის“, - განაცხადა გორდულაძემ.

  • ტერმინმა „დიპ სტეიტმა“ [deep (ღრმა) state (სახელმწიფო)] დასავლურ კონტექსტში განსაკუთრებული აქტუალობა 2016 წელს აშშ-ში დონალდ ტრამპის პირველად გაპრეზიდენტების შემდეგ მოიპოვა.
  • ამ ტერმინს ახსენებენ „ქართული ოცნების“ ლიდერებიც, რომლებმაც 2022 წლის შემდეგ განავითარეს შეთქმულების თეორია „გლობალური ომის პარტიაზე“, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მოახლოებასთან ერთად კი, „გლობალური ომის პარტია“ ტერმინ „დიპ სტეიტით“ ჩაანაცვლეს, - ანალიტიკოსების თანახმად, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტისთვის უფრო გასაგები ფრაზით.

„ჩვენ სულ ამას ვამბობთ, რომ დიპ სტეიტის დამარცხება ნიშნავს და აისახება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მაგალითზე. თუ საქართველოში გარედან ჩარევა კვლავ გაგრძელდა, მაშინ არავის ექნება შესაძლებლობა, თქვას, რომ „დიპ სტეიტი“ არის დამარცხებული“, - განაცხადა გორდულაძემ.

  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, - რომელთანაც აშშ-მა სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წელს შეაჩერა, - 2025 წლის 20 იანვარზე, ტრამპის ინაუგურაციაზე, იმედებს ამყარებდა და აცხადებდა, რომ ამის შემდეგ ვითარება შეიცვლებოდა.
  • მოგვიანებით „ოცნების“ ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები, რომლებითაც, ანალიტიკოსების თანახმად, ტრამპის პირობებში აშშ-ის კრიტიკული პოზიციის შენარჩუნების რისკები დააზღვიეს.

„ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორიის თანახმად, „გლობალური ომის პარტია“, - რომლის მიზანია მსოფლიო მოსახლეობის 10-ჯერ შემცირება, - აკონტროლებს აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და მრავალი წელია ებრძვის ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც „აგენტოკრატია დაასრულა“.

ამავე შეთქმულების თეორიის მტკიცებით, გლოპ-მა მოახდინა 2008 წლის რუსეთის მიერ საქართველოში ინტერვენციის პროვოცირება და მათი მარიონეტები არიან მიხეილ სააკაშვილი, ვოლოდიმირ ზელენსკი, სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები, ევროპარლამენტი, ევროკავშირი, აშშ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ა.შ.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღების შემდეგ, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები, რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები აცხადებენ, რომ მზად არიან, ერთად იმუშაონ, რათა წინ წასწიონ კანონპროექტი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG