Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მასობრივი დემონსტრაციების მიუხედავად, სტამბოლის მერს პატიმრობა შეუფარდეს

მასობრივი დემონსტრაციების მიუხედავად, სტამბოლის მერს პატიმრობა შეუფარდეს


სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ 19 მარტის შემდეგ დაკავებულია
სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ 19 მარტის შემდეგ დაკავებულია

თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერს, რომლის დაკავების შემდეგაც ქვეყანაში მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო, პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება სასამართლომ კვირას, 23 მარტს გამართულ სხდომაზე მიიღო.

53 წლის იმამოღლუ, - მაღალი და მუდმივად მზარდი რეიტინგის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, - „კორუფციის“ ბრალდებით თურქეთის პოლიციამ 19 მარტს, 07:30 საათისთვის, საკუთარ სახლში დააკავა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოანმა რეალური, სარისკო კონკურენტი ჩამოიშორა - ასე აფასებენ ექსპერტები სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებას.

იმამოღლუს დაკავების შემდეგ, ხალხი ქუჩაში სპონტანურად გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საბაბით, სტამბოლში დემონსტრაციები და შეკრებები 23 მარტამდე აიკრძალა.

მოხდა შეტაკებები სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG