Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
კონსულტაციები რუსეთსა და აშშ-ს შორის უკრაინის საკითხზე 24 მარტს ერ-რიადში გაიმართება

კონსულტაციები რუსეთსა და აშშ-ს შორის უკრაინის საკითხზე 24 მარტს ერ-რიადში გაიმართება


ფოტოკოლაჟი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
ფოტოკოლაჟი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

24 მარტს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში უკრაინის საკითხზე რუსეთისა და აშშ-ის ექსპერტთა ჯგუფებს შორის კონსულტაციები გაიმართება.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იური უშაკოვმა განაცხადა. მისი თქმით, 19 მარტს ესაუბრა თეთრი სახლის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში, მაიკ უოლცს. მათ განიხილეს შავ ზღვაში გემების უსაფრთხოების ინიციატივის განხორციელება.

რუსეთის მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებენ ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი და რუსეთის უშიშროების სამსახურის, FSB-ს, დირექტორის მრჩეველი სერგეი ბესედა.

მოლაპარაკებების დელეგაციების შემადგენლობა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა დაამტკიცეს.

2009 წლიდან სერგეი ბესედას ეკავა FSB-ს ოპერატიული ინფორმაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის თანამდებობა (მეხუთე სამსახური). უწყება სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაში დაზვერვის, ანალიტიკისა და აგენტურის საკითხებზე მუშაობს.

2014 წლიდან ბესედას მიმართ სანქციები დააწესეს აშშ-მა, შვეიცარიამ, ევროკავშირმა, უკრაინამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ.

რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლების პირველი ოფიციალური შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ 18 თებერვალს გაიმართა. ორივე მხარემ ეს პოზიტიურად შეაფასა. მიღწეულია შეთანხმება მოსკოვსა და ვაშინგტონში საელჩოების სრული ფუნქციონირების აღდგენის შესახებ. მთავარი საკითხი რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულება გახდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG