Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
უიტკოფი: უკრაინაში ომის თაობაზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 23 მარტს გაიმართება ჯიდაში

უიტკოფი: უკრაინაში ომის თაობაზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 23 მარტს გაიმართება ჯიდაში


აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი

23 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაიმართება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა Fox News-თან ინტერვიუში, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკების შედეგების კომენტირებისას.

მისი თქმით, ჯიდაში გაემგზავრება გუნდი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, მაიკ უოლცის ხელმძღვანელობით. ისინი უკვე მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან, რომლებიც საუდის არაბეთში გაიმართა.

უიტკოფმა არ დაასახელა ქვეყანა, ვის წარმომადგენლებსაც შეხვდება აშშ ჯიდაში, მაგრამ ეს, სავარაუდოდ, რუსეთის დელეგაციაა. 18 თებერვალს რუსეთის მხარეს წარმოადგენდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი.

ტრამპმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს 18 მარტს, მათი მოლაპარაკებები ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ „პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა პუტინმა ისაუბრეს უკრაინაში მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე“. აღნიშნულია, რომ „მშვიდობისკენ სვლა“ დაიწყება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტით, ასევე შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებით. კრემლის ცნობით, რუსეთის მხარემ მხარი დაუჭირა ამერიკის წინადადებას უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმებისგან 30 დღით თავის შეკავების შესახებ.

კრემლი ასევე აცხადებს, რომ პუტინმა „მოითხოვა საგარეო სამხედრო დახმარების სრული შეწყვეტა და კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება“, როგორც „საკვანძო პირობა“ „კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების“ დაწყებისთვის. ტრამპმა თქვა, რომ გუშინ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას არ განუხილავს უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების შეწყვეტის საკითხი. „ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მაგრამ დახმარებაზე არ გვისაუბრია“, თქვა მან.


ფორუმი

XS
SM
MD
LG