Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
უკრაინის კიროვოგრადის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე დრონებით მასირებული შეტევა იყო

უკრაინის კიროვოგრადის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე დრონებით მასირებული შეტევა იყო


რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებული სახლი უკრაინის კიროვოგრადის ოლქის ქალაქ კროპივნიცკიში
რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებული სახლი უკრაინის კიროვოგრადის ოლქის ქალაქ კროპივნიცკიში

რვა ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაშავდა უკრაინის ქალაქ კროპივნიცკიზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად. ამის შესახებ, დღეს, 20 მარტს, გამთენიისას იუწყება უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური.

ქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანებულია სახლები.

უკრაინის კიროვოგრადის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ კროპივნიცკიზე, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა გასულ ღამით იყო.

კიროვოგრადის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრი რაიკოვიჩის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ კროპივნიცკიზე ყველაზე მასირებული შეტევა განხორციელდა.

განახლება: უკრაინის პოლიციის ვებსაიტზე დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, კროპივნიცკიზე დრონებით შეტევის შედეგად დაიჭრა 10 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.

უკრაინასა და რუსეთს შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 და 19 მარტს სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ერთი თვით ადრე, 18 თებერვალს, საუდის არაბეთში გაიმართა აშშ-ის და რუსეთის მაღალჩინოსნების შეხვედრა.

11 მარტს საუდის არაბეთში მოლაპარაკება გამართეს აშშ-ის და უკრაინის დელეგაციებმაც. კიევი დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ.

უკრაინაში ომის შეწყვეტის საკითხზე საუდის არაბეთში მოლაპარაკებები 23 მარტს უნდა განახლდეს.





ფორუმი

XS
SM
MD
LG