Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
კიევსა და უკრაინის რეგიონებზე დრონებით შეტევა იყო

კიევსა და უკრაინის რეგიონებზე დრონებით შეტევა იყო


საილუსტრაციო ფოტო. რუსული დრონით დარტყმის ადგილი კიევში, საცხოვრებელ რაიონში
საილუსტრაციო ფოტო. რუსული დრონით დარტყმის ადგილი კიევში, საცხოვრებელ რაიონში

დღეს დილით უკრაინაზე მორიგი შეტევა იყო უპილოტო საფრენი აპარატებით. გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში.

რუსული დრონის ნამსხვრევები ჩამოცვივდა კიევის ერთ-ერთი სკოლის ტერიტორიაზე. ამის შესახებ საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტიმურ ტკაჩენკო იუწყება. მისი ინფორმაციით, საჰაერო განგაშის გამო სკოლის მოსწავლეები თავშესაფარში იმყოფებოდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსული დრონებით შეტევამ ხანძარი გამოიწვია დნეპროპეტროვსკის ოლქის ორ საწარმოში. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 18 მარტს, გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში და დილით რუსეთმა გამოიყენა სხვადასხვა ტიპის 137 დრონი.

სარდლობის თანახმად, საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 63 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ხარკოვის, კიევის, პოლტავის, სუმის, კიროვოგრადის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ვინიცის, ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქებში, ხოლო 64 „უპილოტო-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG